მთავარითემები „ძ“ძვლები

ძვლები

23 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. დაბადება 2:23
    და თქვა ადამმა: „ეს ძვალი ჩემს ძვალთაგანია, ეს ხორცი ჩემს ხორცთაგანია. და ეწოდოს მას დედაკაცი, რადგან კაცისგანაა გამოღებული იგი.
  2. ლუკას 24:39
    შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს. ეს მე ვარ თვითონ. შემეხეთ მე და ნახეთ, რადგან სულს არა აქვს ხორცი და ძვლები, მე კი მაქვს, როგორც ხედავთ.
  3. დაბადება 29:14
    შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს. ეს მე ვარ თვითონ. შემეხეთ მე და ნახეთ, რადგან სულს არა აქვს ხორცი და ძვლები, მე კი მაქვს, როგორც ხედავთ.
  4. 1 ნეშტთა 11:1
    მოვიდაა მთელი ისრაელი დავითთან ხებრონში და უთხრეს: „აჰა, შენი ძვალი და ხორცი ვართ.
  5. ფსალმუნები 34:10
    ყოველნი ძვალნი ჩემნი იტყვიან: „უფალო, ვინ არის შენი მსგავსი, შენი, რომელიც იხსნი საწყალს ძლიერისაგან, ღარიბს და ღატაკს - მისი მძარცველისაგან?
  6. იგავნი 12:4
    გამრჯე ქალი გვირგვინია თავისი ქმრისა, შემარცხვენელი კი – როგორც ხრწნა მის ძვლებში.
  7. იგავნი 15:30
    თვალთა სინათლე ახარებს გულს, კარგი ამბავი კი ძვალს აპოხიერებს.
  8. იგავნი 17:22
    მხიარული გული ხელს უწყობს კურნებას, ხოლო დავრდომილი სული ძვალს ახმობს.
  9. გამოსვლა 12:46
    ერთ სახლში უნდა შეიჭამოს. არ გაიტანოთ ეს ხორცი სახლიდან გარეთ და ძვალი მისი არ დაამტვრიოთ.
  10. იოანეს 19:36
    რადგან ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წერილი: „მისი ძვალი არ შეიმუსრება.
  11. დაბადება 50:25
    და დააფიცა იოსებმა ისრაელის ძენი: „როცა გაგიხსენებთ ღმერთი, წაიღეთ ჩემი ძვლები აქედან!
  12. ებრაელთა 11:22
    რწმენით მოიხსენია იოსებმა აღსასრულისას ისრაელიანთა გამოსვლა და ანდერძი დატოვა თავისი ძვლების შესახებ.
  13. ეზეკიელი 37:2-4
    და მომატარა მათ შორის ირგვლივ და ძალზე ბევრი იყო ისინი ველის პირზე და აჰა, ძალზე გამხმრები იყო. და მკითხა მან: „ძეო კაცისავ! გაცოცხლდებიან ეს ძვლები თუ არა?” და ვუთხარი მე: ‘უფალო ღმერთო, მხოლოდ შენ უწყი!” და მითხრა მან: ‘იწინასწარმეტყველე ამ ძვლებზე და უთხარი მათ: ‘გამხმარო ძვლებო, ისმინეთ სიტყვა უფლისა.’
  14. 4 მეფეთა 23:13-14
    და წაბილწა გორაკები, იერუსალიმის გასწვრივ რომ არის, წარწყმედის მთის მარჯვნივ, მეფემ რომ მოუწყო ყაშთორეთს – ციდონელთა სიბილწეს, ქამოშს – მოაბის სიბილწეს, და მილქომს – ყამონის ძეთა სისაძაგლეს. და დალეწა სვეტები და გაჩეხა აშერები, ადამიანის ძვლებით აავსო ის ადგილი.
  15. ფსალმუნები 52:5
    იქ შეშინდნენ შიშით, სადაც არ იყო შიში; რადგან ღმერთი განაბნევს შენზე ამხედრებულთა ძვლებს; შენ შეარცხვენ მათ, რადგან ღმერთმა უკუაგდო ისინი.
  16. იერემია 8:1
    გაგრძელება „იმ დროს,” – სიტყვა უფლისა, – „ამოიღებენ მათი საფლავებიდან იუდას მეფეთა და მის მთავართა, მის მღვდელთა, მის წინასწარმეტყველთა და იერუსალიმის მცხოვრებთა ძვლებს.
  17. ეზეკიელი 6:5
    და დავყრი ისრაელის ძეთა გვამებს მათი კერპების წინ და გავფანტავ თქვენს ძვლებს თქვენი სამსხვერპლოების ირგვლივ.
  18. ეკლესიასტე 11:5
    როგორც არ იცი ქარის გზა და როგორ წარმოიქმნება ძვალნი ორსულის მუცელში, ისე ვერ შეიცნობ საქმეს ღვთისას, რომელიც ყოველივეს იქმს.
  19. გამოსვლა 13:19
    და თან წამოიღო მოსემ იოსების ძვლები, რადგან იოსებს ფიცით დაფიცებული ჰყავდა ისრაელის ძენი: „როცა მოხედვით მოგხედავთ ღმერთი, თან წაიღეთ ჩემი ძვლები აქედან.
  20. იესო ნავეს ძე 24:32
    და იოსების ძვლები, ისრაელის ძეებმა რომ ამოიტანეს ეგვიპტიდან, დაკრძალეს შექემში, იმ მინდვრის ნაკვეთზე, რომელიც ნაყიდი ჰქონდა იაკობს შექემის მამის, ხამორის ძეთაგან, ას კესიტად, და ერგო იოსების ძეთ სამკვიდროდ.
  21. მიქა 3:2
    სიკეთის მოძულენი და ბოროტების მოყვარულნი ხართ; ტყავს აძრობთ ჩემს ხალხს და ძვლებიდან ხორცს აგლეჯთ.
  22. აბაკუმი 3:16
    გავიგონე და შემეძრა შიგნეული, მის ხმაზე ამითრთოლდა ბაგეები, ტეხა დამიწყეს ძვლებმა და ადგილზე დავბარბაცდი. მაგრამ მშვიდად დაველოდები გასაჭირის დღეს, როცა ჩემს ხალხს გასაძარცვად დაესხმიან.
  23. მათეს 23:27
    ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, შეთეთრებულ სამარხებს რომ ჰგავხართ, რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნით კი სავსეა მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმიდურებით.

← ყველა თემა „ძ“-ზე