ბიბლიის მუხლები თემაზე
ძლევა ქრისტეს მეშვეობით
20 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- მათეს 16:18
და მე გეუბნები შენ, რომ შენ ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას.
- რომაელთა 8:37
მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით.
- 1 კორინთელთა 15:57
მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს გამარჯვებას ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით.
- 2 კორინთელთა 2:14
მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის გამარჯვებას გვანიჭებს ქრისტეში და ჩვენი მეშვეობით წარმოაჩენს თავისი შემეცნების კეთილსურნელებას ყოველ ადგილზე.
- რომაელთა 16:20
ხოლო მშვიდობის ღმერთი მალე თქვენს ფერხთით შემუსრავს სატანას. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთან. ამინ!
- 1 იოანე 2:13
თქვენ გწერთ, მამებო, რადგან ის შეიცანით, ვინც დასაბამიდანვეა. თქვენ გწერთ, ჭაბუკებო, რადგან სძლიეთ ბოროტი. მოგწერეთ თქვენ, ყრმებო, რადგან შეიცანით მამა.
- 1 იოანე 2:14
მოგწერეთ თქვენ, მამებო, რადგან შეიცანით ის, ვინც დასაბამიდანვეა. თქვენ მოგწერეთ, ჭაბუკებო, ვინაიდან ძლიერნი ხართ და ღვთის სიტყვა იმყოფება თქვენში; და გაიმარჯვეთ ბოროტზე.
- გამოცხადება 12:11
და გაიმარჯვეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით და არ შეიყვარეს თავიანთი თავი, თვით სიკვდილამდე.
- 1 იოანე 5:4
რადგან ყველა, ვინც ღმერთისგან არის შობილი, სძლევს წუთისოფელს; და ეს არის ძლევა, და წუთისოფლის მძლეველი - ჩვენი რწმენა.
- გამოცხადება 15:2
და ვიხილე მსგავსი ცეცხლშერეული მინის ზღვისა; და დგანან მინის ზღვაზე გამარჯვებულნი მხეცზე, მის ხატებასა და მისი სახელის რიცხვზე და ხელთ ღმერთის ქნარები უჭირავთ.
- რომაელთა 12:21
არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ შენ სძლიე ბოროტს კეთილით.
- საქმეები 19:20
ასე ძლევამოსილად იზრდებოდა და მტკიცდებოდა უფლის სიტყვა.
- 1 იოანე 5:5
ვინ არის წუთისოფლის მძლეველი, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ იესო არის ძე ღვთისა?
- გამოცხადება 2:7
ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: ვინც გაიმარჯვებს, ვაგემებინებ სიცოცხლის ხისგან, რომელიც ღვთის სამოთხეშია”.
- გამოცხადება 2:11
ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: გამარჯვებულს ვნება არ ექნება მეორე სიკვდილისგან”.
- გამოცხადება 2:17
ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მივცემ გამარჯვებულს დაფარულ მანნას და მივცემ თეთრ ქვას და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც მიმღების გარდა არავინ იცის”.
- გამოცხადება 3:5
გამარჯვებული ჩაიცვამს თეთრ სამოსელს, მის სახელს არ ამოვშლი სიცოცხლის წიგნიდან, და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამისა და მისი ანგელოზების წინაშე”.
- გამოცხადება 3:12
გამარჯვებულს სვეტად დავადგენ ჩემი ღმერთის ტაძარში, და გარეთ აღარ გავა; დავაწერ ჩემი ღმერთის სახელს და ჩემი ღმერთის ქალაქის, ახალი იერუსალიმის სახელს, რომელიც ციდან ჩამოდის ჩემი ღმერთისგან, და ჩემს ახალ სახელს”.
- გამოცხადება 3:21
გამარჯვებული ჩემთან ერთად დაჯდება ჩემს ტახტზე, ისევე, როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზე”.
- გამოცხადება 21:7
გამარჯვებული დაიმკვიდრებს ამას, მე მისთვის ღმერთი ვიქნები და ის ჩემთვის - ძე.