მთავარითემები „დ“დარჩი ერთგული

დარჩი ერთგული

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 3:3
    წყალობა და ჭეშმარიტება ნუ დაგტოვებს, ყელზე მოიბი, გულის ფიცარზე დაიწერე.
  2. მათეს 25:23
    უთხრა მას ბატონმა: კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ; შედი შენი ბატონის სიხარულში.
  3. რომაელთა 12:12
    იმედით იხარეთ, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში – მდგრადნი.
  4. იესო ნავეს ძე 23:15
    და თუ ბოროტებად თვლით თქვენს თვალში უფლის მსახურებას, დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახუროთ – იმ ღმერთებს, რომლებსაც თქვენი მამები ემსახურებოდნენ იორდანეს გაღმა, თუ – ამორელთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც მკვიდრობთ; მე და ჩემი სახლი კი უფლის სამსახურში ვიქნებით”.
  5. ლუკას 16:10
    მცირედში ერთგული დიდშიც ერთგულია; და მცირედში უმართლო, დიდშიც უმართლოა.
  6. გალატელთა 5:22
    ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება,
  7. ფსალმუნები 30:23
    შეიყვარეთ უფალი, მისნო წმიდანო; ერთგულს იცავს უფალი და მრავალგზის მიუზღავს ამპარტავნებს.
  8. ებრაელთა 10:23
    მტკიცედ მივყვეთ იმედის აღიარებას, ვინაიდან აღმთქმელი ერთგულია;
  9. ებრაელთა 4:14
    გვყავს რა დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც ზეცა განვლო, – იესო, ძე ღვთისა, მტკიცედ გვეპყრას ჩვენი აღსარება.
  10. ფსალმუნები 36:28
    რადგან სამართლის მოყვარულია უფალი და არ მიატოვებს მის ერთგულებს – სამარადისოდ დაცულნი იქნებიან; ბოროტთა ნაშიერი კი ამოწყდება.
  11. ფსალმუნები 96:10
    შეიძულეთ ბოროტება, უფლის მოყვარულნო; ის იცავს მის წმიდათა სიცოცხლეს, ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ.

← ყველა თემა „დ“-ზე