მთავარითემები „დ“დაჩქარება

დაჩქარება

15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავები 19:2
    ცოდნის გარეშე არ ვარგა კაცი და ვინც ნაბიჯებს იჩქარებს - შესცოდავს.
  2. ფსალმუნები 69:1
    ღმერთო, იჩქარე ჩემს სახსნელად, უფალო, იჩქარე ჩემს დასახმარებლად.
  3. იგავები 21:5
    მუყაითის ზრახვები სიუხვეს აჩენს, ხოლო მოჩქარისა - სიდუხჭირეს.
  4. 1 მეფეთა 21:8
    უთხრა დავითმა ახიმელექს: „ხომ არა გაქვს ხელთ შუბი ან მახვილი? რადგან სასწრაფო იყო მეფის ბრძანება და თან არ წამომიღია ჩემი მახვილი და საჭურველი”.
  5. 2 ნეშტთა 24:5
    შეკრიბა მღვდელნი და ლევიანნი და უთხრა: „წადით იუდას ქალაქებში, მთელი ისრაელისგან ააგროვეთ ფული ღმერთის სახლის შესაკეთებლად წლიდან წლამდე და, აჰა, დააჩქარეთ ეს საქმე”. მაგრამ არ დააჩქარეს ლევიანებმა.
  6. 2 ნეშტთა 35:21
    მოციქულები გაუგზავნა ნექომ, ამ სიტყვებით: „რა საქმე მაქვს შენთან, იუდას მეფევ? შენს წინააღმდეგ არ გამოვსულვარ დღეს, სხვა სახლს ვებრძვი და თვით ღმერთმა მიბრძანა რომ ვიჩქარო; შეჩერდი და ნუ შეეწინააღმდეგები ღმერთს, რომელიც ჩემთანაა, რომ არ გაგანადგუროს”.
  7. ფსალმუნები 118:60
    ვჩქარობდი და არ ვაყოვნებდი შენი მცნებების დაცვას.
  8. ლუკას 10:4
    არც ქისა წაიღოთ თან, არც აბგა, არც ფეხსაცმელი, არც არავინ მოიკითხოთ გზაში.
  9. ლუკას 14:21
    დაბრუნდა მონა და აუწყა ეს თავის ბატონს. განრისხდა მაშინ მასპინძელი და უთხრა თავის მონას: სასწრაფოდ გადი ქალაქის ქუჩებსა და შესახვევებში და გლახაკნი, ხეიბრები, ბრმები და კოჭლები მომიყვანე.
  10. დაბადება 19:22
    იჩქარე, იქ შეაფარე თავი, რადგან არაფრის ქმნა არ ძალმიძს შენს იქ მისვლამდე!” ამიტომ ეწოდა ამ ქალაქს ცოყარი ანუ უმნიშვნელო.
  11. გამოსვლა 12:11
    ასე ჭამეთ - წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხსაცმელი გეცვათ, კვერთხი ხელში გეჭიროთ, აჩქარებით ჭამეთ; ეს საუფლო პასექია.
  12. იგავები 25:8
    ნუ იჩქარებ დავის დაწყებას სასამართლოში, რადგან რაღას იზამ ბოლოს, როცა შეგარცხვენს შენი მოყვასი?
  13. ლუკა 15:20
    ადგა და წავიდა თავის მამასთან. ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ რომ დაინახა, შეებრალა, გაიქცა, კისერზე მოეხვია და დაკოცნა.
  14. დაბადება 18:7
    ნახირისკენ გაიქცა აბრაჰამი. აიყვანა ჩვილი, საღი ხბო, მსახურს მისცა და ისიც სასწრაფოდ შეუდგა მის მომზადებას.
  15. იგავები 29:20
    გინახავს სიტყვაში მოჩქარე კაცი? ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს.

მათეს 28:7
ახლავე წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ მკვდრეთით აღდგა და აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისკენ. იქ ნახავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ”.

← ყველა თემა „დ“-ზე