მთავარითემები „ც“ცხოვრების გამოცდილება

ცხოვრების გამოცდილება

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იობი 12:12
    ასაკი – სიბრძნეა, და ხანგრძლივი სიცოცხლე – გონიერება.
  2. ფსალმუნები 36:25
    ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული და მისი შთამომავლობა პურზე ხელგაწვდილი.
  3. იგავნი 4:1-4
    ისმინეთ შვილებო მამის დარიგება, ყური დაუგდეთ, რომ გონიერება შეიძინოთ. რადგან ჯანსაღ მოძღვრებას გაძლევთ; ჩემს შეგონებებს ნუ მიატოვებთ. მეც სათუთი შვილი ვიყავი მამაჩემისა და ერთადერთი დედის წინაშე. მასწავლიდა მამაჩემი და მეუბნებოდა: „გულში შეინახე ჩემი სიტყვები, დაიცავი ჩემი მცნებები და იცოცხლებ.
  4. იგავნი 24:32-34
    როცა ეს ვნახე, დავფიქრდი, შევხედე და ჭკუა ვისწავლე: ცოტა ძილი, ცოტა თვლემა, ცოტა გულხელდაკრეფა მოსასვენებლად და ყაჩაღივით მოგადგება შენი სიღატაკე და შენი გაჭირვება – იარაღასხმული კაცივით.
  5. იობი 5:3
    კი მინახავს უგუნური ფესვგადგმული, მაგრამ მოულოდნელად დაემხო სამკვიდრებელი მათი.
  6. იერემია 12:1-3
    მართალი ხარ, უფალო, თუნდაც შეგედავო. მაგრამ მაინც დაგელაპარაკები სამართლის შესახებ. რატომ ემართება ხელი ბოროტმოქმედს? რატომ არიან მშვიდად მოღალატეები? შენ დარგე ისინი, ფესვები გაიდგეს, გაიზარდნენ და ნაყოფიც გამოიღეს; ახლოს ხარ მათ ბაგეებთან, მათი გონებისგან კი – ძალიან შორს. მაგრამ მე მიცნობ, უფალო; მხედავ და გამოსცადე ჩემი გული; ცხვარივით გარეკე ისინი დასაკლავად და გამოაცალკევე განკითხვის დღისთვის.
  7. ფსალმუნები 106:43
    ვინც ბრძენია, ჩაუკვირდეს ამ ყოველივეს და გაიგებს უფლის წყალობას.
  8. რომაელთა 5:4
    მოთმინება – გამოცდილებას, გამოცდილება კი იმედს,
  9. ფსალმუნები 15:11
    მასწავლე გზა სიცოცხლისა, სიხარულის სისავსეა შენი სახის წინაშე, შენს მარჯვნივ ყოფნა ნეტარებაა უკუნისამდე.
  10. ეკლესიასტე 8:15-17
    და მოვიწონე მხიარულება, რადგან არ ყოფილა ადამიანისთვის სხვა სიკეთე მზისქვეშეთში, გარდა იმისა, რომ ჭამოს, სვას და იმხიარულოს: სიხარული იქნება ასეთი კაცის მეგზური მის საშრომში, მისი სიცოცხლის ყოველ დღეს, ღმერთმა რომ მისცა მზისქვეშეთში. გული მივაყურადე, რომ შემეცნო სიბრძნე და მენახა ყველა ის საქმე, რაც ამ ქვეყნად ხდება; მივხვდი, რომ არც დღისით და არც ღამით ძილს არ აკარებს კაცი თვალს. ვიხილე ღმერთის ყოველი საქმე, მაგრამ ადამიანს არ ძალუძს ჩასწვდეს ყოველივეს, რაც მზისქვეშეთში ხდება: რამდენიც არ უნდა ეძიოს კაცმა ვერ ჩასწვდება. რომც თქვას ბრძენკაცმა – მე ვიციო! – მაინც ვერ შეძლებს ჩაწვდომას.

← ყველა თემა „ც“-ზე