ბიბლიის მუხლები თემაზე
ცხოვრება ქრისტესთან ერთად
11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ეფესელთა 2:15
თავისი სხეულით გააუქმა მტრობა - მცნებებისა და დებულებების კანონი - რათა ორისგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში და მშვიდობა დაემყარებინა;
- კოლასელთა 2:13
და თქვენც, მკვდრები რომ იყავით დანაშაულსა და თქვენი ხორცის წინადაუცვეთლობაში, გაგაცოცხლათ მასთან ერთად და მოგვიტევა ყველა შეცოდება.
- რომაელთა 6:4
ამიტომ დავიმარხეთ მასთან სიკვდილში ნათლისღებით, რათა, როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ჩვენც ასე ვიაროთ განახლებულ სიცოცხლეში.
- რომაელთა 6:8
და თუ ჩვენ ქრისტესთან დავიხოცენით, გვწამს, რომ ვიცოცხლებთ კიდეც მასთან ერთად,
- 2 კოეინთელთა 13:4
რადგან, თუმცა უძლურებაში იყო ჯვარცმული, ცოცხალია ღვთის ძლიერებით; და ჩვენც უძლურნი ვართ მასში, მაგრამ ღვთის ძლიერებით, მასთან ერთად ვიცოცხლებთ თქვენთვის.
- 2 ტიმოთეს 2:11
სარწმუნოა სიტყვა - თუ მასთან ერთად დავიხოცეთ, მასთან ერთად ვიცოცხლებთ კიდეც!
- 1 თესალონიკელთა 5:10
რომელიც ჩვენთვის მოკვდა, რათა ჩვენ, გვღვიძავს თუ გვძინავს, მასთან ერთად ვიცოცხლოთ.
- რომაელთა 14:7-8
ვინაიდან არც ერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს საკუთარი თავისთვის და არავინ კვდება საკუთარი თავისათვის, ვინაიდან, თუ ვცოცხლობთ, უფლისათვის ვცოცხლობთ და, თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით; ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ.
- 2 კორინთელთა 4:10
უფალ იესოს სიკვდილს მუდამ სხეულით ვატარებთ, რათა იესოს სიცოცხლეც გამოჩნდეს ჩვენს სხეულში.
- 2 კორინთელთა 4:11
ვინაიდან ჩვენ, ცოცხლები, მუდამ ვეძლევით სიკვდილს იესოსთვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოჩნდეს ჩვენს მოკვდავ სხეულებში.
- იოანეს 14:19
კიდევ ცოტაც და წუთისოფელი ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ; რადგან მე ცოცხალი ვარ - თქვენც იცოცხლებთ.