ბიბლიის მუხლები თემაზე
ცბიერი გულები
12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- იერემია 17:9
ყველაზე ცბიერია გული, გაუსწორებელია, ვინ შეიცნობს მას?
- იობი 31:33-34
განა დამიფარავს ჩემი დანაშაული ადამივით, რომ უბეში შემემალა ჩემი შეცოდება? რადგან მზარავდა ხალხის სიმრავლე და საგვარეულოს ზიზღი მაშინებდა, ვდუმდი და კარში არ გავდიოდი.
- ფსალმუნები 5:9
რადგან არ არის ჭეშმარიტება მათ ბაგეებზე, ბილწია მათი შიგნეულობა, მათი ხორხი ღია საფლავია, მათი ენები – მაცდუნებელნი.
- ფსალმუნები 27:3
ნუ შემაერთებ ბოროტებთან და სიყალბის მქმნელთან, რომელნიც მოყვასებთან მშვიდობიანად ლაპარაკობენ, გულში კი სიავე უდევთ.
- ფსალმუნები 61:4
განიზრახავენ მის სიმაღლიდან გადმოგდებას; მიმართავენ სიცრუეს; პირით აკურთხებენ, გულით კი სწყევლიან.
- იგავნი 6:14
მანკიერია მისი გული, ბოროტს განიზრახავს ყოველ ჟამს, განხეთქილებას თესავს.
- იგავნი 23:7
რადგან რასაც ამბობს, იმას არ ფიქრობს: „ჭამე და სვიო“, გეუბნება, მისი გული კი სხვას ამბობს.
- იგავნი 26:23-25
როგორც წიდიანი ვერცხლი თიხის ჭურჭელზე, ისეა ფარისეველი ენა და ბოროტი გული. ენით თავს მოაჩვენებს მტერი, გულში კი მზაკვრობა უდევს. ნუ ენდობი მას, როცა ხმას ინაზებს, რადგან შვიდი სიბილწეა მის გულში.
- იერემია 22:17
შენი თვალ-გული კი მხოლოდ ანგარებას ეძებს, უდანაშაულო სისხლისღვრას, ძარცვა-გლეჯასა და ძალადობას.
- 2 ტიმოთეს 3:13
ბოროტი ადამიანები და თვითმარქვიები კი კიდევ უფრო უარესს გააკეთებენ, სხვებსაც შეაცდენენ და თავადაც ცდუნდებიან.
- ფსალმუნები 50:10
სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში.
- 2 კორინთელთა 5:17
მაშასადამე, ის, ვინც ქრისტეშია, ის ახალი ქმნილებაა. ძველი გადავიდა და ახლა ყოველივე ახალია.