მთავარითემები „ც“ცარიელი სიტყვები

ცარიელი სიტყვები

20 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 14:23
    ყოველგვარ შრომას მოგება მოაქვს, ფუჭ სიტყვებს კი მხოლოდ - სიღარიბე.
  2. ესაია 29:12
    და თქვა უფალმა: „იმის გამო, რომ ეს ხალხი მხოლოდ სიტყვებით მიახლოვდება და მხოლოდ ბაგეთა მსახურებით მცემს პატივს, მათი გული კი შორს არის ჩემგან და მათი მოშიშება ჩემდამი გაზეპირებულ წესებად იქცა.
  3. მათეს 15:8
    ეს ხალხი ბაგეებით მცემს პატივს, მათი გული კი შორს არის ჩემგან.
  4. მათეს 23:3
    ამიტომ, ყველაფერი, რასაც გეტყვიან, შეასრულეთ და დაიცავით, ოღონდ მათი საქმეებისამებრ ნუ იმოქმედებთ, ვინაიდან ისინი ამბობენ და არ ასრულებენ.
  5. 1 იოანეს 3:18
    შვილებო! გვიყვარდეს არა სიტყვით და არა ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით.
  6. 1 თესალონიკელთა 1:5
    რადგან ჩვენი სახარება მხოლოდ სიტყვით კი არ გეუწყათ, არამედ ძალით, სულიწმიდით და სრული დამაჯერებლობით; თუმცა თვითონვე იცით, რანი ვიყავით თქვენ შორის, თქვენთვის.
  7. იობი 16:4-6
    მეც თქვენსავით ვილაპარაკებდი, თქვენს ადგილზე რომ ვყოფილიყავი. თქვენს საწინააღმდეგო სიტყვებს შევთხზავდი და თავის ქნევას დაგიწყებდით; ჩემი პირით გაგამაგრებდით და შეგიმსუბუქებდით ტანჯვას ჩემი ბაგის მოძრაობით. თუ ვილაპარაკებ, ტკივილი არ დამიამდება, თუ დავდუმდები განა გამშორდება?
  8. იგავნი 29:19
    სიტყვით არ გაიწვრთნება მონა, რადგან რომც გაიგოს, არ შეისმენს.
  9. ეზეკიელი 33:13
    ჩემი ხალხი მოდის შენთან ჩვეულებისამებრ, სხდებიან შენს წინაშე და ისმენენ შენს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ; ბაგეებით სიყვარულს გამოხატავენ, მათი გული კი მხოლოდ ანგარებას მიჰყვება.
  10. ოსია 10:4
    ცარიელ სიტყვებს ლაპარაკობენ, ცრუდ იფიცებიან აღთქმის დადებისას; აღმოცენდება მსჯავრი მათზე, როგორც შხამიანი ბალახი ხნულებში.
  11. იობი 18:2
    როდემდე ინადირებთ სიტყვებზე? დაფიქრდი და მერე ვილაპარაკოთ.
  12. რომაელთა 15:18
    რადგან ვერ გავბედავდი, რომ მელაპარაკა ისეთი რამ, რაც არ გაუკეთებია ქრისტეს ჩემი მეშვეობით წარმართთა დასამორჩილებლად სიტყვით და საქმით,
  13. 1 კორინთელთა 4:19-20
    მაგრამ მალე მოვალ, თუ ინებებს უფალი და გამოვცდი არა ქედმაღალთა სიტყვებს, არამედ ძალას. რადგან ღვთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში.
  14. 1 კორინთელთა 13:1
    თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნია, მაშინ მხოლოდ ჟღარუნა რვალი ვარ ან წკრიალა წინწილა.
  15. იაკობის 2:16
    რომელიმე თქვენგანი კი ეტყვის მას, მშვიდობით წადი, გათბი და ისაზრდოვეო, სხეულისთვის საჭიროს კი არას მისცემს, რა სარგებელია?
  16. 1 კორინთელთა 14:9
    ასევე თქვენც თუ ენით გაურკვეველ სიტყვებს წარმოთქვამთ, როგორ გაიგონ ნათქვამი? ჰაერზე მოლაპარაკენი იქნებით.
  17. ეფესელთა 5:6
    არავინ გაცდუნოთ ცარიელი სიტყვებით, ვინაიდან ამისთვის ღვთის რისხვა ეწევა ურჩ შვილებს.
  18. ტიტეს 1:10
    ვინაიდან ბევრია ურჩი, ყბედი და მატყუარა, განსაკუთრებით წინადაცვეთილთაგან,
  19. 1 იოანეს 2:6
    ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, მოვალეა ისევე მოიქცეს, როგორც ის იქცეოდა.
  20. 1 იოანეს 2:9
    ვინც ამბობს, რომ სინათლეშია, თავისი ძმა კი სძულს, ის ჯერ კიდევ სიბნელეშია.
მსგავსი თემები:

← ყველა თემა „ც“-ზე