მთავარითემები „ბ“ბრმათა განკურნება

ბრმათა განკურნება

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 145:8
    უფალი თვალს უხელს ბრმებს, უფალი წამოაყენებს წელში მოხრილებს, მართალნი უყვარს უფალს.
  2. ესაია 35:5
    ბრმებს თვალები აეხილებათ და დაყრუებულთ ყურები გაეხსნებათ.
  3. ესაია 42:18
    ისმინეთ ყრუებო და შეხედეთ ბრმებო, რომ დაინახოთ.
  4. ესაია 42:7
    ბრმათა თვალების ასახელად, საპყრობილედან ტყვეთა გამოსაყვანად და ბნელში მსხდომთა გასათავისუფლებლად
  5. ლუკას 7:22
    უთხრა მათ იესომ პასუხად: წადით, უთხარით იოანეს, რაც ნახეთ და მოისმინეთ - ბრმები კვლავ ხედავენ, ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ.
  6. ლუკას 4:18
    უფლის სულია ჩემზე, რადგან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და ბრმათათვის თვალის ასახელად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად,
  7. იოანეს 9:39
    უთხრა იესომ: განსაკითხად მოვედი ამ წუთისოფელში, რათა ბრმებმა დაინახონ, მხედველნი კი დაბრმავდნენ.
  8. იოანეს 9:32
    საუკუნითგან არ გაგონილა, რომ ვინმეს ბრმადშობილისთვის თვალები აეხილოს.
  9. იოანეს 10:21
    სხვები ამბობდნენ: ეს ეშმაკეულის სიტყვები არ არის; განა შეუძლია ეშმაკს, ბრმას თვალი აუხილოს?
  10. იოანეს 11:37
    ზოგი მათგანი ამბობდა: ნუთუ ბრმისთვის თვალის ამხელს არ შეეძლო ისე გაეკეთებინა, რომ არც ეს მომკვდარიყო?
  11. საქმეები 26:18
    მათი თვალების ასახელად, წყვდიადიდან სინათლისკენ და სატანის ძალაუფლებიდან ღმერთისკენ მოსაქცევად, რათა ჩემდამი რწმენით, მათაც მიიღონ ცოდვების მიტევება და ადგილი განწმედილთა შორის.

← ყველა თემა „ბ“-ზე