მთავარითემები „ბ“ბნელში სიარული

ბნელში სიარული

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 4:19
    წყვდიადივითაა ბოროტეულთა გზა: არ იციან, რაზე წაბორძიკდებიან.
  2. ესაია 42:16
    ბრმებს მათთვის უცნობ გზაზე წარვუძღვები და უცნობი ბილიკებით ვატარებ, სიბნელეს სინათლედ ვაქცევ მათ წინაშე და ოღრო-ჩოღრო გზებს მოვასწორებ! ამ საქმეებს მოვიმოქმედებ და არ მივატოვებ მათ.
  3. იგავნი 2:13-14
    მათგან, რომელნიც ტოვებენ სწორ გზებს, რათა იარონ ბნელი გზით, რომელნიც ხარობენ ბოროტის ქმნით, ილხენენ ბოროტი უკუღმართობით,
  4. იოანეს 3:19
    მსჯავრი კი ის არის, რომ სინათლე მოვიდა წუთისოფელში და სინათლეზე მეტად ბნელი შეიყვარეს ადამიანებმა, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმენი.
  5. ფსალმუნები 34:6-7
    იყოს მათი გზა ბნელი და მოლიპული, უფლის ანგელოზი სდევნიდეს მათ. რადგან უმიზეზოდ დამიგეს მახე, უსაბაბოდ გაუთხარეს ორმო ჩემს სულს.
  6. ლუკას 1:78-79
    ჩვენი ღმერთის გულმოწყალებით, რომლითაც გადმოგვხედა მზის აღმოსავლის სიმაღლიდან, სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთათვის გასანათებლად, ჩვენს ფერხთა სამშვიდობო გზაზე წარსამართად”.
  7. ესაია 59:9
    ამიტომ გაგვშორდა სამართალი და ვერც სიმართლე გვეწია. სინათლის იმედი გვაქვს, მაგრამ სიბნელეში ვართ, შუქზე ვოცნებობთ და წყვდიადში დავდივართ.
  8. სოფონია 1:17
    შევაჭირვებ ადამიანებს და ბრმებივით ივლიან, რადგან შესცოდეს უფალს; მტვერივით გაიბნევა მათი სისხლი და ნეხვივით - მათი ხორცი.
  9. მათეს 15:14
    მოეშვით მათ, ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი. თუ ბრმას ბრმა გაუძღვება, ორივენი ორმოში ჩაცვივდებიან”.
  10. იოანეს 11:9-10
    მიუგო იესომ: „თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არ წაიბორძიკებს, რადგან წუთისოფლის სინათლეს ხედავს. ღამით მოარული კი წაიბორძიკებს, რადგან სინათლე არ არის მასში”.
  11. 1 იოანეს 1:6
    თუ ვამბობთ, რომ მოზიარეობა გვაქვს მასთან, მაგრამ სიბნელეში დავდივართ, მაშინ ვტყუით და არ ვიქცევით ჭეშმარიტების მიხედვით.

← ყველა თემა „ბ“-ზე