მთავარითემები „ბ“ბიბლია ქრისტიანულ ცხოვრებაში

ბიბლია ქრისტიანულ ცხოვრებაში

21 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 118:97
    რარიგად მიყვარს რჯული შენი! ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ.
  2. ფსალმუნები 1:2
    არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ.
  3. ფსალმუნები 118:103
    რარიგ ატკბობს ჩემს სასას შენი სიტყვები, თაფლზე ტკბილია ჩემი პირისთვის!
  4. იობი 23:12
    მის ბაგეთა მცნებებისგან არ გადამიხვევია, მისი პირის სიტყვებს საკუთარზე მეტად ვიცავდი.
  5. ფსალმუნები 118:82
    დადნენ თვალნი ჩემნი შენი სიტყვის მოლოდინში, ვამბობ: „როდის მანუგეშებ მე?
  6. ფსალმუნები 118:161
    მთავარნი მდევნიან უმიზეზოდ; და შენი სიტყვებისაგან დაშინებულია გული ჩემი.
  7. ესაია 66:2
    ყოველივე ეს ჩემმა ხელმა შექმნა და გაჩნდა ყოველივე ეს!” - სიტყვა უფლისა. - „და ამას მოვხედავ – დამორჩილებულს და სულით დაცემულს, აკანკალებულს ჩემს სიტყვაზე.
  8. ფსალმუნები 118:16
    შენი წესებით გავიხარებ, არ დავივიწყებ შენს სიტყვებს. გიმელ
  9. ფსალმუნები 118:158
    ვხედავ განდგომილთ და ზიზღი მიპყრობს, რადგან შენს სიტყვებს არ იცავენ.
  10. იერემია 15:16
    შევიგნე მე შენი სიტყვები და შევჭამე ისინი, და შენი სიტყვები სიხარულად მექცა და გულის სიმხიარულედ, რადგან შენი სახელი მქვია მე, უფალო, ღმერთო მხედრობათა.ფსალმუნები 118:11 გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შეგცოდო.
  11. ფსალმუნები 118:74
    მოშიშნი შენნი შემხედავენ და გაიხარებენ, რადგან შენს სიტყვებზე ვარ მინდობილი.
  12. იოანეს 17:6
    შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი სოფლისგან. შენები იყვნენ ისინი და მე მომეცი, შენი სიტყვა დაიცვეს მათ.ფსალმუნები 118:99 ყველა ჩემს მასწავლებელზე გონიერი გავხდი, რადგან შენი მცნებანი საფიქრალია ჩემი.
  13. ფსალმუნები 118:162
    ვხარობ შენს სიტყვაზე, ვითარცა მპოვნელი უხვი ნადავლისა.
  14. ფსალმუნები 118:42
    და პასუხს გავცემ ჩემს მაგინებელს; რადგან ვიმედოვნებ შენი სიტყვით.
  15. ფსალმუნები 118:67
    ვიდრე დავიტანჯებოდი, შევცდი; ახლა კი შენს სიტყვას ვიცავ.
  16. ლუკას 8:21
    ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „დედაჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, ვინც ღვთის სიტყვას ისმენენ და ასრულებენ.
  17. ფსალმუნები 118:172
    იტყვის ჩემი ენა შენს ნათქვამს, რადგან ყველა შენი მცნება სიმართლეა.
  18. ფსალმუნები 118:105
    სანთელია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე – ჩემი ბილიკისათვის.
  19. ფსალმუნები 118:12
    კურთხეულ ხარ შენ, უფალო! მასწავლე წესები შენი.
  20. ფსალმუნები 118:133
    ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვისამებრ და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურა უსამართლოს.
  21. ფსალმუნები 118:25
    მიწა-მტვერს მიეკრა სული ჩემი; მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.

← ყველა თემა „ბ“-ზე