მთავარითემები „ა“აზრთა ჭიდილი

აზრთა ჭიდილი

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 პეტრეს 1:13
    ამიტომ შემოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და იესო ქრისტეს გამოცხადებით თქვენთვის მოსაცემი მადლის სრული იმედი იქონიეთ.
  2. 2 კორინთელთა 10:5
    მისით ვამხობთ ზრახვებსა და ყოველგვარ სიმაღლეს, რაც კი აღმართულია ღვთის შემეცნების წინააღმდეგ, და ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებლად.
  3. იგავნი 23:7
    რადგან როგორც გულში ფიქრობს, ისეთია იგი: ჭამე და სვიო გეტყვის, მისი გული კი შენთან არ იქნება.
  4. ლუკას 12:35
    დე, იყოს თქვენი წელი შემოსარტყლული და თქვენი ლამპარი - ანთებული.
  5. რომაელთა 7:23
    მაგრამ ჩემს ასოებში სხვა რჯულს ვხედავ, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ.
  6. გალატელთა 5:17
    ვინაიდან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი - ხორცის საწინააღმდეგო; ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა აკეთოთ არა ის, რაც გსურთ.
  7. 1 ტიმოთეს 6:4
    ის ამპარტავანია და არაფერი იცის, მხოლოდ კამათისა და პაექრობის სენი სჭირს, საიდანაც წარმოიშობა შური, დავა, გმობა და ბოროტი ეჭვი,
  8. იაკობის 4:7
    ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან.
  9. 2 ტიმოთეს 1:7
    რადგან არ მოგვცა ჩვენ ღმერთმა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.
  10. 1 პეტრეს 4:1
    ვინაიდან ქრისტე ჩვენთვის სხეულებრივად ეტანჯა, თქვენც განიმსჭვალეთ იმავე აზრით, რადგან, ვინც ხორციელად იტანჯება წყვეტს ცოდვის ჩადენას.
  11. რომაელთა 8:6
    რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები - სიცოცხლე და მშვიდობა.
  12. რომაელთა 12:2
    და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება - კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.
  13. ფსალმუნები 17:39
    შენ შემმოსე ძალით საომრად, ჩემს ქვეშ მოდრიკე ჩემი მოწინააღმდეგენი.

← ყველა თემა „ა“-ზე