მთავარითემები „ღ“ღვთის ნების ცოდნა

ღვთის ნების ცოდნა

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. რომაელთა 12:2
    და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება - კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.
  2. ეფესელთა 5:17
    მაშ, ნუ იქნებით უგუნურები, არამედ შეეცადეთ ჩაწვდეთ, რა არის ღმერთის ნება.
  3. კოლასელთა 1:9
    ამიტომ იმ დღიდან, ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი ნების შეცნობით, მთელი სიბრძნითა და სულიერი განსჯის უნარით,
  4. რომაელთა 2:18
    იცი მისი ნება, არჩევ უკეთესს, ვინაიდან რჯულიდან გაქვს ნასწავლი.
  5. ეფესელთა 1:9
    გვაუწყა რა თავისი ნების საიდუმლო თავისი სურვილით, წინასწარ რომ განიზრახა მასში.
  6. ლუკას 12:47
    ის მონა კი, რომელმაც იცოდა თავისი ბატონის ნება და არ მოემზადა ან არ მოიქცა მისი ნებისამებრ, მაგრად იგვემება.
  7. საქმეები 20:27
    რადგან არაფერი დამიკავებია და ღმერთის სრული ნება განგიცხადეთ.
  8. საქმეები 22:14
    მითხრა: ჩვენი მამების ღმერთმა წინასწარ დაგადგინა, რომ შეიცნო მისი ნება, იხილო მართალი და მისი ბაგიდან ისმინო ხმა.
  9. კოლასელთა 4:14
    მოკითხვას გითვლით თქვენიანი ეპაფრა, ქრისტე იესოს მონა, რომელიც მუდამ იღწვის თქვენთვის ლოცვებში, რათა მოწიფულნი და მტკიცედ დაჯერებულნი წარსდგეთ ღვთის სრულ ნებაში.

← ყველა თემა „ღ“-ზე