ბიბლიის მუხლები თემაზე
ადამიანური და ღვთიური ბატონობა
52 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ლუკას 12:42
უთხრა უფალმა: „ვინ არის ერთგული და გონიერი სახლმართველი, რომელსაც თავის მსახურებზე დააყენებს ბატონი, დროულად რომ მისცეს მათ ულუფა?
- ფსალმუნები 122:2
აჰა, როგორც მსახური შეჰყურებს თავის ბატონს ხელში, როგორც მხევალი შეჰყურებს თავის ქალბატონს ხელში, ჩვენც ასევე შევყურებთ უფალს, ჩვენს ღმერთს, ვიდრე შეგვიწყალებდეს.
- მათეს 18:25
და რაკი არაფერი გააჩნდა, რომ გადაეხადა, ბრძანა ბატონმა გაეყიდათ იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც ებადა, რომ ვალი დაეფარა.
- მათეს 25:19
კარგა ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და ანგარიში მოჰკითხა მათ.
- ლუკას 12:36
იმ ადამიანთა მსგავსად, თავიანთი ბატონის დაბრუნებას რომ ელიან ქორწილიდან, რათა როგორც კი დააკაკუნებს, იმწამსვე გაუღონ.
- ლუკას 16:3
მაშინ თქვა სახლმმართველმა თავისთვის: როგორ მოვიქცე? ჩემი ბატონი მმართველობას მართმევს. ბარვა მე არ შემიძლია, მათხოვრობის კი მრცხვენია.
- ეფესელთა 6:5
მონებო, შიშითა და ძრწოლით დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, გულწრფელად, როგორც ქრისტეს.
- კოლასელთა 3:22
მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, არა მოჩვენებითი სამსახურით, როგორც კაცთმაამებლებმა, არამედ გულწრფელად, როგორც ღვთისმოშიშებმა.
- მარკოზის 12:9
რას იზამს ვენახის პატრონი? მოვა, ამოწყვეტს მევენახეებს და ვენახს სხვებს გადასცემს.
- მათეს 21:40
ჰოდა, ვენახის პატრონი რომ მოვა, რას უზამს ამ მევენახეებს?
- ლუკას 20:15
გააგდეს ვენახის გარეთ და მოკლეს. მაშ, რას უზამს მათ ვენახის პატრონი?
- ლუკას 19:33
ჩოჩორის ახსნისას, ჰკითხეს მისმა პატრონებმა: „რატომ ხსნით ჩოჩორს?
- გალატელთა 4:1
ვამბობ: მემკვიდრე-მეთქი, მაგრამ ვიდრე ის ჩვილია, არაფრით განირჩევა მონისგან, თუმცა ყოვლის მფლობელია.
- მათეს 27:63
თქვეს: „ბატონო, გაგვახსენდა, რომ იმ მაცდურმა, სანამ ცოცხალი იყო თქვა: სამი დღის შემდეგ აღვდგებიო.
- ლუკას 13:8
მან კი მიუგო პასუხად: ბატონო, ამ წელიწადსაც დატოვე, ძირს შემოვუთოხნი და ნაკელს მოვაყრი;
- იოანეს 12:21
მივიდნენ ისინი ფილიპესთან, რომელიც გალილეის ბეთსაიდიდან იყო და სთხოვეს: „ბატონო, იესოს ნახვა გვსურს”.
- იოანეს 20:15
ჰკითხა იესომ: „დედაკაცო, რატომ სტირი, ვის ეძებ?” მარიამს მებაღე ეგონა და უთხრა: „ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დაასვენე, და მე წამოვიღებ”.
- საქმეები 16:30
გარეთ გამოიყვანა ისინი და ჰკითხა: „ბატონებო, რა ვქნა, რომ გადავრჩე?
- 1 პეტრეს 6:3
როგორც სარა დაემორჩილა და ბატონი უწოდა აბრაჰამს, ვისი შვილებიც ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ.
- გამოსვლა 6:3
მე გამოვეცხადე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს ყოვლისშემძლე ღმერთად, მაგრამ ჩემი სახელი - უფალი - არ გავუმხილე მათ.
- ოსია 2:20
დაგნიშნავ ჩემს ერთგულებაში და შეიცნობ უფალს.
- ლუკას 2:9
და უფლის ანგელოზი წარუდგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და დიდი შიშით შეშინდნენ.
- გამოცხადება 11:15
მეშვიდე ანგელოზმა ჩაჰბერა და გაისმა ცაში დიდი ხმები, რომლებიც ამბობდნენ: „ქვეყნიერების სამეფო გახდა ჩვენი უფლისა და მისი ქრისტესი, და იმეფებს იგი უკუნითი უკუნისამდე”.
- გამოცხადება 16:7
გავიგონე სამსხვერპლო რომ ამბობდა: „დიახ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, ჭეშმარიტი და მართალია შენი განკითხვა”.
- მათეს 11:25
მაშინ მიმართა იესომ და თქვა: „გაქებ შენ, მამაო, ცისა და ქვეყნის უფალო, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ და განუცხადე ჩვილებს.
- ლუკას 10:21
იმ დროს გაიხარა სულში იესომ და თქვა: „გმადლობ შენ, მამაო, უფალო ცისა და მიწისა, რომ ბრძენთა და გონიერთ დაუფარე ეს და ჩვილებს გამოუცხადე. დიახ, მამა, რადგან ასე იყო მოსაწონი შენ წინაშე.
- ფსალმუნები 56:11
ამაღლდი ცათა ზემოთ ღმერთო; მთელ დედამიწაზე იყოს შენი დიდება.
- ფსალმუნები 96:9
რადგან, შენ უფალო, უზენაესი ხარ მთელ ქვეყნიერებაზე, ფრიად აღზევებული ყველა ღმერთზე.
- დანიელი 2:47
მიუგო და უთხრა მეფემ დანიელს: „ჭეშმარიტად ღმერთთა ღმერთია თქვენი ღმერთი და მეფეთა ბატონი, გამცხადებელი დაფარულთა, რადგან შეძელი ამ საიდუმლოს გაცხადება”.
- საქმეები 17:24
ღმერთი, შემოქმედი სამყაროსი და ყოველივე მასში არსებულისა, უფალი ცისა და მიწისა, ხელით აგებულ ტაძარში არ მკვიდრობს,
- 1 ტიმოთეს 6:15
რასაც თავის დროზე წარმოაჩენს კურთხეული და ერთადერთი ხელმწიფე, მეფეთა მეფე და უფალთა უფალი,
- ეზეკიელი 3:11
წადი, მიდი დევნილებთან, შენი ხალხის ძეებთან, ელაპარაკე მათ და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი; უნდათ მოისმინონ, უნდათ ნუ მოისმენენ”.
- 1 პეტრეს 1:25
უფლის სიტყვა კი უკუნისამდე მკვიდრობს. და ეს ის სიტყვაა, თქვენ რომ გეხარათ.
- ესაია 40:8
ხმება ბალახი და ჭკნება ყვავილი, ჩვენი ღმერთის სიტყვა კი საუკუნოდ დგას”.
- ესაია 1:2
ისმინეთ ცანო და ყური უგდე ქვეყანავ, რადგან უფალი ლაპარაკობს: ძენი გავზარდე და აღვამაღლე, ისინი კი ამიჯანყდნენ.
- ესაია 45:19
ფარულად, დედამიწის წყვდიადში არ მილაპარაკია, არ მითქვამს იაკობის თესლისთვის: "ამაოდ მეძიებთ!” მე ვარ უფალი, სიმართლის მთქმელი, მართებულის გამცხადებელი.
- იერემია 1:2
ვისზეც გადმოვიდა უფლის სიტყვა იოშია ყამონის ძის, იუდას მეფის დღეებში, მისი მეფობის მეცამეტე წელს.
- ეზეკიელი 2:4
ურჩ და ჯიუტ ხალხთან გაგზავნი; უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი!
- რომაელთა 12:19
შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია: "ჩემია შურისგება და მე მივაგებ, - ამბობს უფალი”.
- მეორე რჯული 32:25
ჩემია შურისგება და საზღაურის მიზღვა, განსაზღვრულ დროს წაიბორძიკებს მათი ფეხი, რადგან ახლოა მათი უბედურების დღე და მსწრაფლ მოაწევს მათთვის გამზადებული.
- ლევიანნი 26:12
ვივლი თქვენ შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი და იქნებით ჩემი ხალხი.
- ეზეკიელი 20:34
გამოგიყვანთ ხალხებიდან, შეგაქუჩებთ ქვეყნებიდან, სადაც გაიფანტეთ ძლიერი ხელით, მოღერებული მკლავითა და გადმოღვრილი გულისწყრომით;
- საქმეები 8:25
უფლის სიტყვა რომ დაამოწმეს და იქადაგეს, გამობრუნდნენ იერუსალიმს და სამარიელთა მრავალ სოფელში ახარებდნენ.
- საქმეები 13:49
უფლის სიტყვა კი მთელ ქვეყანაში ვრცელდებოდა.
- ესაია 13:6
იტირეთ, რადგან ახლოსაა უფლის დღე; მოვა, როგორც განადგურება ყოვლისშემძლისგან.
- 1 კორინთელთა 5:5
სატანას გადაეცეს ასეთი კაცი ხორცის დასაღუპად, რათა სული გადარჩეს ჩვენი უფლის, იესოს დღეს.
- 1 თესალონიკელთა 5:2
ვინაიდან თქვენ თვითონაც დანამდვილებით იცით, რომ უფლის დღე ისე მოვა, როგორც ქურდი ღამით.
- 1 თესალონიკელთა 2:2
ოღონდ მანამდე ფილიპეში გატანჯულებმა და გალანძღულებმა, როგორც იცით, გაბედულება მოვიკრიბეთ ჩვენს ღმერთში, რომ გვექადაგა თქვენთვის სახარება, მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა.
- 2 პეტრეს 3:10
ხოლო უფლის დღე ქურდივით მოვა, და მაშინ ზეცანი გრგვინვით გადაივლიან, გავარვარებული საწყისები დაიშლებიან, დედამიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, დაიწვებიან.
- 1 კორინთელთა 1:8
ვინც ბოლომდე განგამტკიცებთ, რათა უმწიკვლონი იყოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დღეს.
- 2 კორინთელთა 1:14
ისევე, როგორც ნაწილობრივ უკვე მიხვდით, რომ ჩვენ თქვენი სიქადულის მიზეზი ვართ, ისევე როგორც თქვენ - ჩვენი, უფალ იესოს დღეს.
- ესაია 52:11
გაშორდით, გაშორდით, გადით მანდედან, უწმიდურს ნუ შეეხებით! გამოდით მისი წიაღიდან, განიწმიდეთ, უფლის საჭურველთმტვირთველნო.