მთავარითემები „ა“ადამიანის გზები

ადამიანის გზები

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 5:21
    რადგან უფლის თვალწინაა კაცის გზანი და მის ყველა ბილიკს ის სწონის.
  2. ფსალმუნები 118:168
    შენს წესებსა და მოწმობებს ვიცავ, რადგან შენ წინაშეა ყველა ჩემი გზა.
  3. ფსალმუნები 141:3
    როცა ჩემს შიგნით შეწუხებულია სული ჩემი, შენ იცი ჩემი გზა-კვალი; გზაზე, რომლითაც დავდივარ, დამიგეს მახე.
  4. იგავნი 20:24
    ადამიანს უფალი წარუმართავს ნაბიჯებს, როგორღა გაიგოს კაცმა თავისი გზა-კვალი?
  5. იობი 23:10
    თუმცა იცის მან ჩემი გზები, რომლითაც დავდივარ და როცა გამომცდის, ოქროსავით ხალასი გამოვალ.
  6. იერემია 10:23
    ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ხელთ არ არის მისი გზა, რომ მოარული კაცი ვერ განსაზღვრავს თავის ნაბიჯებს.
  7. ანგია 1:5-7
    ახლა კი ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ჩაუკვირდით თქვენს გზებს. ბევრს თესავთ, მაგრამ ცოტას იმკით; ჭამთ, მაგრამ ვერ ძღებით; სვამთ, მაგრამ ვერ რწყულდებით, იცვამთ, მაგრამ ვერ თბებით. თუ ვინმე რამეს შოულობს, გახვრეტილი ქისისთვის შოულობს. სე ამბობს ცაბაოთ უფალი: ჩაუკვირდით თქვენს გზებსამი რამ მაოცებს და ოთხი რამ ვერ გამიგია:19ცაში არწივის გზა, კლდეზე გველის გზა, შუაგულ ზღვაში გემის გზა და მამაკაცის გზა ქალწულისკენ.ს!
  8. ფსალმუნები 118:26-27
    გაუწყე ჩემი გზები და პასუხიც გამეცი; მასწავლე შენი წესები. შენს დადგენილებების გზას მიმახვედრე, რომ ვიფიქრო შენს საოცარ საქმეებზე.
  9. ფსალმუნები 118:59-60
    ვუკვირდებოდი ჩემს გზებს და შენი მცნებისკენ ვიბრუნებდი ფეხს. ვჩქარობდი და არ ვაყოვნებდი შენი მცნებების დაცვას.
  10. ფსალმუნები 138:3
    დავდივარ თუ ვისვენებ ჩემს გვერდით ხარ; გამოკვლეული გაქვს ყველა გზა ჩემი.
  11. იგავნი 30:18-19
    სამი რამ მაოცებს და ოთხი რამ ვერ გამიგია: ცაში არწივის გზა, კლდეზე გველის გზა, შუაგულ ზღვაში გემის გზა და მამაკაცის გზა ქალწულისკენ.
  12. ეზეკიელი 24:14
    მე, უფალმა, ვილაპარაკე, ახლოვდება ეს და მე აღვასრულებ, არ გავაუქმებ, არ დავინდობ და არ ვინანებ. შენი გზებისა და შენი საქმეების მიხედვით განგიკითხავ!” - ამბობს უფალი ღმერთი.

← ყველა თემა „ა“-ზე