მთავარითემები „ა“ადამიანის ფიქრები

ადამიანის ფიქრები

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 93:11
    უფალმა იცის ადამიანთა ზრახვანი, რომ ამაოა ისინი.
  2. ესაია 66:18
    ვიცი მათი საქმეები და მათი ფიქრები. მოდის ჟამი ყველა ერისა და ყველა ენის შეკრებისა, მოვლენ და იხილავენ ჩემს დიდებას.
  3. ეზეკიელი 11:5
    გადმოვიდა უფლის სული ჩემზე და მითხრა: „თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი: ასე და ასე ფიქრობთ, ისრაელის სახლო, რადგან ვიცი მე თქვენი აზრები.
  4. ფსალმუნები 138:2
    შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები; გაგებული გაქვს ჩემი ზრახვანი შორიდან.
  5. ფსალმუნები 138:23-24
    გამომიკვლიე უფალო და შეიცანი ჩემი გული; შემამოწმე და გაიგე ჩემი აზრები. ნახე, ზიანის მომტან გზაზე ხომ არ ვდგავარ და მარადიულ გზაზე წამიძეხი.
  6. იგავნი 16:9
    კაცი თავის გულში გეგმავს გზას, ნაბიჯებს კი უფალი წარუმართავს.
  7. მათეს 12:25
    იცოდა იესომ, რას ფიქრობდნენ ისინი და უთხრა მათ: „ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება; და ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც თავისი თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ვერ გაძლებს.
  8. ლუკას 2:35
    და თვით შენს სულშიც გაივლის მახვილი, რათა გამჟღავნდეს მრავალთა გულის ზრახვანი”.
  9. ლუკას 5:22
    იცოდა რა იესომ მათი ზრახვები, ჰკითხა: „რაზე მსჯელობთ თქვენს გულებში?
  10. ებრაელთა 4:12
    ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფამდე, და განსჯის გულის ზრახვებსა და აზრებს.
  11. გამოცხადება 2:23
    სიკვდილით დავხოცავ მის შვილებს და გაიგებს ყველა ეკლესია, რომ მე ვიკვლევ თირკმელებსა და გულებს; და ყოველ თქვენგანს თავისი საქმეების მიხედვით მივუზღავ.

← ყველა თემა „ა“-ზე