მთავარითემები „ა“ადამიანის დიდება

ადამიანის დიდება

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 კორინთელთა 11:7
    მაშასადამე, მამაკაცმა არ უნდა დაიფაროს თავი, ვინაიდან ის ღვთის ხატება და დიდებაა; ცოლი კი ქმრის დიდებაა.
  2. 1 პეტრეს 1:24
    რადგან ყოველი ხორციელი ბალახს ჰგავს და ადამიანის ყოველი დიდება ბალახის ყვავილს. გახმა ბალახი და დაცვივდა მისი ყვავილიც.
  3. 1 კორინთელთა 3:21
    ამიტომ ნურავინ დაიკვეხნის ადამიანით, ვინაიდან ყოველივე თქვენია:
  4. ფსალმუნები 48:17
    რადგან, როცა მოკვდება, ვერაფერს წაიღებს, თან არ გაჰყვება დიდება.
  5. ესაია 5:14
    ამიტომაცაა ქვესკნელი ხახადაფჩენილი და უსაზღვროდ გაფართოვებული; ის ჩაყლაპავს მის მშვენებას, მის ხმაურიანსა და მოზეიმე ბრბოს.
  6. ესაია 21:16
    ვინაიდან, ასე ამბობს უფალი: „ერთი წლის შემდეგ, მოჯამაგირის წლებისამებრ, გაქრება კედარის მთელი სიდიადე.
  7. ეზეკიელი 24:25
    და შენ, ძეო კაცისავ! იმ დღეს იქნება, როცა წავართმევ მათ საყრდენს, მათი სიხარულის სიამაყეს და თვალთათვის სასურველს, მათი გულების დარდს - მათ ძეებსა და ასულებს.
  8. ოსია 4:7
    რაც უფრო გამრავლდნენ, მით უფრო მცოდავენ, სირცხვილად ვაქცევ მათ დიდებას!
  9. ოსია 9:11
    ჩიტივით გაუფრინდება დიდება ეფრემს! არც შობადობა, არც ორსულობა, არც მუცლადღება!
  10. ზაქარია 6:3
    მწყემსთა მოთქმის ხმა გაისმის, რადგან გაიძარცვა მათი მშვენება! ლომთა ბრდღვინვის ხმა - ვინაიდან გაიძარცვა იორდანეს სიამაყე!

← ყველა თემა „ა“-ზე