ბიბლიის მუხლები თემაზე
ადამიანის დანიშნულება
12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ესაია 43:7
ყოველი, ჩემი სახელით წოდებული, ჩემი დიდებისთვის გავაჩინე; ყოველი, ვინც შევქმენი და გამოვსახე!
- ფსალმუნები 99:2-3
სიხარულით ემსახურეთ უფალს, მიდით მის წინაშე სიმღერით. უწყოდეთ, რომ უფალია ღმერთი. მან შეგვქმნა ჩვენ და არა ჩვენ - ჩვენი თავები, მისი ხალხი ვართ და მისი სამწყსოს ცხვარი.
- 1 მეფეთა 12:24
ოღონდ გეშინოდეთ უფლის და ემსახურეთ მას ჭეშმარიტებითა და მთელი თქვენი გულით, რადგან ხედავთ, რა დიადი საქმეები მოიმოქმედა თქვენთვის.
- იოანეს 17:4
მე განგადიდე დედამიწაზე, აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცი გასაკეთებლად.
- დაბადება 1:26-27
თქვა ღმერთმა: „შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად; დაე იბატონოს ზღვაში თევზზე, ცაში ფრინველზე, პირუტყვზე, მთელ დედამიწაზე და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც დაძვრება მიწაზე”. შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
- დაბადება 1:28
აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ქვეყანა და იუფლეთ მასზე; იბატონეთ ზღვაში თევზებზე, ცაში ფრინველებზე, და ყოველ ცოცხალ არსებაზე, რაც კი მიწაზე იძვრის.
- იაკობის 3:7
რადგან მხეცთა და ფრინველთა, ქვეწარმავალთა და ზღვის ცხოველთა ყოველგვარი ბუნება თვინიერდება და მოთვინიერებულია ადამიანის ბუნების მიერ.
- ფსალმუნები 8:4-6
რა არის კაცი, რომ გახსოვს იგი ან - ადამიანის ძე, რომ ზრუნავ მასზე? ბევრად არ დაგიმცირებია იგი ანგელოზებზე, დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად. გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მის ფეხქვეშ მოაქციე.
- მათეს 22:37-39
უპასუხა: „გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება. და მეორე, ამის მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.
- იგავნი 3:6
ყოველ შენს გზაზე შეიცანი უფალი და ის მოგისწორებს ბილიკებს.
- 1 კორინთელთა 10:31
ამიტომ ჭამთ, სვამთ, თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი აკეთეთ ღვთის სადიდებლად.
- ეკლესიასტე 12:13-14
ისმინე ყოველივე ამის დასკვნა: გეშინოდეს ღვთისა და დაიცავი მისი მცნებანი, რადგან ეს არის უმთავრესი ყველა ადამიანისთვის; რადგან ყველა საქმეს სამსჯავროზე მიიტანს ღმერთი, ყოველივე დაფარულს - კარგი იქნება ეს, თუ ცუდი.