მთავარითემები „ზ“ზრუნვა მოხუცებზე

ზრუნვა მოხუცებზე

6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ესაია 46:4
    თქვენს სიბერემდე მე იგივე ვარ, და თქვენს ჭაღარამდე გზიდავთ თქვენ. მე შევქმენი და მე ვიტვირთავ; მე ვზიდავ და მე გადავარჩენ.
  2. ლევიანნი 19:32
    ‘ჭაღარის წინაშე წამოდექი და პატივი ეცი მოხუცებულის სახეს, და გეშინოდეს შენი ღმერთისა. მე ვარ უფალი.
  3. 1 ტიმოთეს 5:1-2
    ნუ შერისხავ ბერიკაცს, არამედ შეაგონე, როგორც მამას, ყმაწვილკაცებს კი – როგორც ძმებს, დედაბრებს – როგორც დედებს, ყმაწვილქალებს – როგორც დებს, მთელი სიწმიდით.
  4. იობი 32:6-7
    მიუგო ელიჰუმ, ბუზელი ბარაქელის ძემ, და უთხრა: „წლებით მე უმცროსი ვარ, თქვენ კი მოხუცებულნი; ამიტომ მერიდებოდა და მეშინოდა, რომ ჩემი აზრი თქვენთვის მომეხსენებინა. მე ვთქვი: დღეებმა უნდა ილაპარაკონ და სიბრძნე წელთა სიმრავლემ უნდა ასწავლოს-მეთქი.
  5. 1 პეტრეს 5:5
    ასევე უმრწემესნიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ურთიერთმორჩილებით შეიმოსეთ სიმდაბლე, რადგან ქედმაღალთ ეწინააღმდეგება ღმერთი, თავმდაბალთ კი მადლს ანიჭებს.
  6. 1 ტიმოთეს 5:8
    ხოლო ვისთვისაც უცხოა თავისიანთა და, მით უმეტეს, სახლეულთათვის ზრუნვა, რწმენის უარმყოფელია და ურწმუნოზედაც უარესი.

← ყველა თემა „ზ“-ზე