მთავარითემები „ზ“ზრუნვა ცხოველებზე

ზრუნვა ცხოველებზე

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 12:10
    სამართალმა იცის თავისი საქონლის საჭიროება, ხოლო უკეთურთა სიბრალულიც კი სასტიკია.
  2. დაბადება 1:26
    და თქვა ღმერთმა: „შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. და ბატონობდეს თევზებზე ზღვაში და ცის ფრინველებზე, და პირუტყვზე მთელს ქვეყანაზე, და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც იძვრის მიწაში”.
  3. მეორე რჯული 25:4
    ლეწვისას პირს ნუ აუკრავ ხარს.
  4. იგავნი 27:23
    ცნობით იცნობდე შენი ცხვრის სახეს, გული დაუდე ფარას,
  5. იობი 12:7
    აბა ჰკითხე პირუტყვს და ის გასწავლის, და ცის ფრინველს და ის გეტყვის.
  6. მათეს 10:29
    განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე.
  7. დაბადება 2:15
    და აიყვანა უფალმა ღმერთმა ადამი და დასვა იგი ედემის ბაღში, რათა დაემუშავებინა და დაეცვა იგი.
  8. ფსალმუნები 49:10-11
    რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათასობით მთებში. ჩემთვის ცნობილია მთის ყველა ფრინველი და მინდვრის ცხოველები ჩემს წინაშე არიან.
  9. ლუკას 14:5
    და მათ უთხრა: „რომელიმე თქვენგანს ვირი ან ხარი რომ ჩაუვარდეს ჭაში, განა იმ წამსვე არ ამოიყვანს, შაბათი დღეც რომ იყოს?
  10. ესაია 40:11
    ვით მწყემსი დამწყემსავს თავის ფარას; თავისი მკლავით შეკრებს კრავებს და თავის უბეში ატარებს, წარუძღვება მეძუძურთ.
  11. მეორე რჯული 22:10
    ნუ მოხნავ ხარითა და ვირით ერთად.

← ყველა თემა „ზ“-ზე