მთავარითემები „ხ“ხსნა ისრაელისთვის

ხსნა ისრაელისთვის

18 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 13:7
    ოჰ, მოვიდოდეს სიონიდან ხსნა ისრაელისა! როდესაც ღმერთი ტყვეობიდან დააბრუნებს თავის ხალხს, მოილხენს იაკობი და გაიხარებს ისრაელი.
  2. საქმეები 1:6
    ამიტომ შეკრებილნი ეკითხებოდნენ მას: „უფალო, ამ დროს ხომ არ აღუდგენ ისრაელს სამეფოს?
  3. მათეს 2:2
    სად არის იუდეველთა მეფე, რომელიც დაიბადა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას”.
  4. ლუკას 23:3
    ჰკითხა მას პილატემ: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?” ხოლო მან მიუგო: „შენ ამბობ”.
  5. ლუკას 23:37-38
    და ეუბნებოდნენ: „თუ იუდეველთა მეფე ხარ, იხსენი შენი თავი”. მის ზემოთ ბერძნული, რომაული და ებრაული ასოებით დაწერილი წარწერა იყო: „ეს არის იუდეველთა მეფე".
  6. ლუკას 1:33
    უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და არ ექნება დასასრული მის მეფობას”.
  7. იოანეს 1:31
    მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ იმიტომ მოვედი წყლით სანათლად, რომ ის გამოეცხადოს ისრაელს”.
  8. საქმეები 10:36
    მან მოუვლინა ისრაელიანებს სიტყვა და ახარა მშვიდობა, იესო ქრისტეს მეშვეობით; ის არის ყოველთა უფალი!
  9. საქმეები 11:19
    სტეფანეს გამო დაწყებული დევნით დაფანტულები, ფინიკიამდე, კვიპროსამდე და ანტიოქიამდე მივიდნენ; თუმცა არავის ეუბნებოდნენ სიტყვას, იუდეველთა გარდა.
  10. მათეს 7:26-27
    წარმართი იყო ეს დედაკაცი, წარმოშობით სიროფინიკიელი, ზღვის გაღმელი; და ემუდარებოდა, ეშმაკი განედევნა მისი ასულისგან. იესომ უთხრა: „მაცალე, ჯერ შვილები გაძღნენ, თორემ არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო”.
  11. საქმეები 18:5
    ხოლო, როცა სილა და ტიმოთე მაკედონიიდან ჩამოვიდნენ, პავლემ მთლიანად ქადაგებას მიუძღვნა თავი, და უმოწმებდა იუდევლებს, რომ იესოა ქრისტე.
  12. საქმეები 21:20
    მათ კი, ეს რომ მოისმინეს, ადიდეს ღმერთი და უთხრეს: „ხედავ, ძმაო, რამდენი ათეულობით ათასი მორწმუნეა იუდეველთა შორის?! ყველანი რჯულის მოშურნენი არიან.
  13. საქმეები 28:20
    ამ მიზეზით მოგიწვიეთ, რომ მენახეთ და მელაპარაკა თქვენთან, რადგან ისრაელის სასოებისთვის ვარ ამ ჯაჭვებით შეკრული”.
  14. რომაელთა 10:1
    ძმებო! ჩემი გულის სურვილი და ჩემი ვედრება ღვთისადმი ისრაელისათვის არის, რათა გადარჩნენ.
  15. რომაელთა 15:8
    ხოლო მე ვამბობ, რომ ქრისტე, ღმერთის ჭეშმარიტებისათვის გახდა წინადაცვეთილთა მსახური, რათა დაედასტურებინა მამებისადმი აღთქმული,
  16. 1 კორინთელთა 9:20
    იუდეველებისთვის იუდეველი გავხდი, რათა იუდეველები შემეძინა; რჯულის ქვეშ მყოფთათვის - როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, თუმცა თვითონ რჯულის ქვეშ არა ვარ, რათა რჯულის ქვეშ მყოფნი შემეძინა.
  17. ლუკას 1:16
    მრავალ ისრაელიანს მოაქცევს უფლისკენ - მათი ღმერთისკენ.
  18. საქმეები 5:31
    იგი აღამაღლა ღმერთმა წინამძღოლად და მაცხოვრად თავისი მარჯვენით, რათა მონანიება მისცეს ისრაელს და ცოდვების მიტევება.

← ყველა თემა „ხ“-ზე