მთავარითემები „ხ“ხორციელისთვის ცხოვრება

ხორციელისთვის ცხოვრება

24 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. რომაელთა 8:5
    ვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან, სულიერზე.
  2. რომაელთა 8:7
    იმიტომ, რომ ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა; ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის რჯულს და არც შეუძლია.
  3. რომაელთა 8:6
    რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები - სიცოცხლე და მშვიდობა.
  4. ფილიპელთა 3:19
    მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი მუცელია, მათი დიდება კი სირცხვილშია, ისინი მიწიერზე ფიქრობენ.
  5. გალატელთა 6:8
    ვინც თავის ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის მარადიულ სიცოცხლეს.
  6. 1 კორინთელთა 6:18
    გაექეცით სიძვას; ყოველი ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, სხეულის გარეშეა, მეძავი კი საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს.
  7. რომაელთა 8:13
    ვინაიდან, თუ ხორცის მიხედვით ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ.
  8. იოანეს 8:15
    თქვენ ხორცის მიხედვით განიკითხავთ, მე კი არავის განვიკითხავ.
  9. იოანეს 8:12
    კვლავ ელაპარაკა ხალხს იესო; უთხრა: „მე ვარ სინათლე ქვეყნისა, ვინც მე მომყვება, ბნელში არ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება”.
  10. 1 კორინთელთა 3:1
    ხოლო მე არ შემეძლო, ძმებო, ისე მელაპარაკა თქვენთან, როგორც სულიერებთან, არამედ როგორც ხორციელებთან, როგორც ჩვილებთან ქრისტეში.
  11. ფილიპელთა 3:4
    თუმცა ხორცისადმი ნდობაც შემეძლო. თუ სხვა ვინმე ფიქრობს, რომ ხორცს მიენდოს, მე - მით უმეტეს.
  12. 2 კორინთელთა 1:17
    ხომ არ ვიჩქარე ჩემს გადაწყვეტილებაში? ანდა, რაც განვიზრახე, ხორციელად ხომ არ განვიზრახე, ისე, რომ ერთდროულად ‘ჰო, ჰოც’ მაქვს და - ‘არა, არაც’?
  13. 2 კორინთელთა 10:2
    გევედრებით, ჩემი მოსვლისას არ დამჭირდეს კადნიერი სიმკაცრე, რომლის გამოყენებას ვფიქრობ ზოგიერთებზე, ვისაც ხორცის მიხედვით მავალნი ვგონივართ.
  14. გალატელთა 5:13
    ხოლო თქვენ, ძმებო, თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.
  15. გალატელთა 6:12
    ხორციელად განდიდების მსურველნი წინადაცვეთას მხოლოდ იმიტომ გაიძულებენ, რომ ქრისტეს ჯვრისთვის არ იქნენ დევნილნი.
  16. ეფესელთა 2:11
    ამიტომ გახსოვდეთ, თქვენ - ოდესღაც ხორციელად წარმართნი, რომელთაც წინადაუცვეთელებს გიწოდებდნენ ისინი, ვისაც წინადაცვეთილნი ერქვათ ხორცის წინადაცვეთით, რაც კაცის ხელით სრულდებოდა -
  17. კოლასელთა 2:18
    ნურავინ დაგაკარგინებთ ჯილდოს ცრუთავმდაბლობითა და ანგელოზებისთვის მსახურებით, ვინც ეპოტინება იმას, რაც არ უნახავს და ფუჭად მედიდურობს თავისი ხორციელი გონებით;
  18. 2 ტიმოთეს 4:10
    ვინაიდან დემასმა შეიყვარა ეს წუთისოფელი, მიმატოვა და წავიდა თესალონიკეს, კრესკესი - გალატიას, ტიტე - დალმატიას;
  19. 1 პეტრეს 2:11
    საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც ხიზნებსა და მწირებს. განეშორენით ხორციელ გულისთქმებს, რომლებიც თქვენი სულის* წინააღმდეგ იბრძვიან.
  20. 1 პეტრეს 4:3
    რადგან თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ წარსულში წარმართთა ნებისამებრ იქცეოდით, რაკი ცხოვრებას გარყვნილებაში, გულისთქმებში, სიმთვრალეში, ღრეობაში, სმასა და საზიზღარ კერპთაყვანისმცემლობაში ატარებდით.
  21. 1 პეტრეს 4:6
    რადგან იმიტომ ეხარათ მკვდართაც, რომ კაცთა კვალზე ხორცში განკითხულებმა, ღვთის კვალზე იცოცხლონ სულით.
  22. 2 პეტრეს 2:10
    უპირატესად კი ბილწ ხორციელ გულისთქმებს აყოლილნი, უფლებათა მოძულენი, თავხედნი, ჯიუტნი, დიდებით შემოსილთა ლანძღვისას რომ არ თრთიან;
  23. 2 პეტრეს 2:18
    ვინაიდან მაღალფარდოვანი ლაქლაქით ხორციელ გულისთქმებსა და გარყვნილებაში ითრევენ იმათ, რომლებიც ეს-ესაა ჩამოსცილდნენ ცდომილებაში მყოფთ.
  24. იუდა 1:19
    ესენი არიან განხეთქილების მომტანნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი.

← ყველა თემა „ხ“-ზე