მთავარითემები „ხ“ხელმწიფებანი და ძალნი

ხელმწიფებანი და ძალნი

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. კოლასელთა 1:16
    ვინაიდან მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცაში და დედამიწაზეა, ხილული და უხილავი, ტახტები და მეფობანი, მმართველობანი და ხელმწიფებანი – ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი.
  2. ეფესელთა 6:12
    რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სიბნელის სამყაროს მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ.
  3. კოლასელტა 2:15
    განაიარაღა მთავრობანი და ხელმწიფებანი; საჯაროდ შეარცხვინა და ჯვრით იზეიმა მათზე გამარჯვება.
  4. 1 პეტრეს 3:22
    რომელიც ღმერთის მარჯვნივ არის მას შემდეგ, რაც ზეცად ამაღლდა, რომელსაც დაემორჩილნენ ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი.
  5. ეფესელთა 3:10
    რათა ახლა ეკლესიის მეშვეობით ეუწყოს მმართველობებს და ხელისუფლებებს ზეცაში ღვთის მრავალმხრივი სიბრძნე.
  6. იოანეს 14:30
    ბევრს აღარ ვილაპარაკებ თქვენთან, რადგან მოდის ამ წუთისოფლის მთავარი და არაფერი აქვს ჩემში.
  7. ეფესელთა 2:2
    რაშიც ოდესღაც დადიოდით ამ წუთისოფლის წესისამებრ, ჰაერის ძალთა მთავრისა და იმ სულის სურვილისამებრ, ამჟამად ურჩ ძეებში რომ მოქმედებს.
  8. დანიელი 10:13
    მაგრამ სპარსეთის სამეფოს მთავარი მეწინააღმდეგებოდა ოცდაერთი დღე. და აჰა, მიქაელი, ერთ-ერთი პირველი მთავართაგან, მოვიდა ჩემს დასახმარებლად და იქ დავტოვე იგი სპარსეთის მეფესთან.
  9. დანიელი 10:20
    მითხრა: „თუ იცი, რისთვის მოვედი შენთან? ახლა კი სპარსეთის მთავართან საბრძოლველად ვბრუნდები და, აჰა, საბერძნეთის მთავარიც მოვა.
  10. ესაია 24:21
    იმ დღეს იქნება, რომ უფალი დასჯის ზეცის მხედრობას მაღლა და ქვეყნის მეფეებს დედამიწაზე.

← ყველა თემა „ხ“-ზე