მთავარითემები „ხ“ხელის დადება მსხვერპლზე

ხელის დადება მსხვერპლზე

17 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გამოსვლა 29:10
    მიიყვანე მოზვერი საკრებულო კარავთან და თავზე დაადონ მოზვერს ხელები აჰარონმა და მისმა ძეებმა.
  2. გამოსვლა 29:15
    აიყვანე ერთი ვერძი და ხელები დაადონ თავზე აჰარონმა და მისმა ძეებმა.
  3. გამოსვლა 29:19
    აიყვანე მეორე ვერძი და ხელები დაადონ თავზე აჰარონმა და მისმა ძეებმა.
  4. ლევიანნი 1:4
    თავზე დაადოს ხელი სრულადდასაწველს და მიღებული იქნება მსხვერპლი მის ცოდვათა გამოსასყიდად.
  5. ლევიანნი 3:2
    თავზე დაადოს ხელი თავის შესაწირს და დაკლას საკრებულო კარვის შესასვლელთან; და აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, მოაპკურონ სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ.
  6. ლევიანნი 3:8
    თავზე დაადოს ხელი თავის შესაწირს და დაკლას საკრებულო კარვის შესასვლელთან. მოაპკურონ აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ.
  7. ლევიანნი 3:13
    თავზე დაადოს ხელი თავის შესაწირს და დაკლას საკრებულო კარვის შესასვლელთან; და მოაპკურონ აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ.
  8. ლევიანნი 4:4
    და მიიყვანოს მოზვერი საკრებულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე, ხელი დაადოს მოზვერს თავზე და დაკლას უფლის წინაშე.
  9. ლევიანნი 4:15
    თავზე დაადონ მოზვერს ხელი თემის უხუცესებმა უფლის წინაშე და დაიკლას მოზვერი უფლის წინაშე.
  10. ლევიანნი 4:24
    დაადოს ვაცს თავზე ხელი და დაკლას იმ ადგილზე, სადაც სრულადდასაწველი იკვლება უფლის წინაშე. ცოდვის მსხვერპლია იგი.
  11. ლევიანნი 4:29
    თავზე დაადოს ხელი ცოდვის მსხვერპლს და დაკლას სრულადდასაწველის ადგილზე.
  12. ლევიანნი 4:33
    თავზე დაადოს ხელი ცოდვის მსხვერპლს და დაკლას ცოდვის მსხვერპლად იმ ადგილზე, სადაც სრულადდასაწველს კლავენ.
  13. ლევიანნი 8:14
    მიიყვანა ცოდვის მსხვერპლი მოზვერი და დაადეს აჰარონმა და მისმა ძეებმა ცოდვისათვის შესაწირ მოზვერს ხელები თავზე.
  14. ლევიანნი 8:18
    მოიყვანა სრულადდასაწველი ვერძი და დაადეს აჰარონმა და მისმა ძეებმა ხელები თავზე.
  15. ლევიანნი 8:22
    და მიიყვანა მეორე ვერძიც, მღვდლად კურთხევის ვერძი; და დაადეს აჰარონმა და მისმა ძეებმა ხელები თავზე.
  16. ლევიანნი 16:21
    დაადებს აჰარონი ორივე ხელს ცოცხალ ვაცს თავზე, აღიარებს ისრაელიანთა ყოველ უკანონობას, ურჩობას, ცოდვას, ვაცს დააკისრებს მათ და წარგზავნის შესაფერი კაცის ხელით უდაბნოში.
  17. რიცხვნი 8:12
    დაასხამენ ხელებს ლევიანები მოზვრებს თავზე და შესწირე ერთი ცოდვის მსხვერპლად, ხოლო მეორე სრულადდასაწველად უფლისთვის, ლევიანთა გამოსასყიდად.

← ყველა თემა „ხ“-ზე