მთავარითემები „ხ“ხელდასხმა

ხელდასხმა

24 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 ტიმოთეს 5:22
    არავის დაასხა ხელი ნაჩქარევად და სხვათა ცოდვების მოზიარე არ გახდე; წმიდად შეინახე თავი
  2. მარკოზის 10:16
    მოეხვია მათ, ხელები დაასხა და აკურთხა ისინი.
  3. ლუკას 4:40
    მზის ჩასვლისას ყველამ, ვისაც ჰყავდა სხვადასხვა სენით დაავადებული, მასთან მიიყვანა; მან ყოველ მათგანს ხელები დაასხა და განკურნა.
  4. საქმეები 8:17
    დაასხეს მათ ხელები და მათაც მიიღეს სულიწმიდა.
  5. გამოცხადება 1:17
    ვიხილე და მკვდარივით დავეცი მის ფერხთით. მან თავისი მარჯვენა დამადო და მითხრა: „ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი,
  6. ლევიანნი 1:4
    თავზე დაადოს ხელი სრულადდასაწველს და მიღებული იქნება მსხვერპლი მის ცოდვათა გამოსასყიდად.
  7. ლევიანნი 3:2
    თავზე დაადოს ხელი თავის შესაწირს და დაკლას საკრებულო კარვის შესასვლელთან; და აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, მოაპკურონ სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ.
  8. ლევიანნი 3:15
    ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმელებს.
  9. ლევიანნი 16:21
    დაადებს აჰარონი ორივე ხელს ცოცხალ ვაცს თავზე, აღიარებს ისრაელიანთა ყოველ უკანონობას, ურჩობას, ცოდვას, ვაცს დააკისრებს მათ და წარგზავნის შესაფერი კაცის ხელით უდაბნოში.
  10. რიცხვნი 8:10
    წარადგინე ლევიანები უფლის წინაშე და ხელები დაასხან ლევიანებს ისრაელის შვილებმა.
  11. რიცხვნი 27:18
    უთხრა უფალმა მოსეს: „მოიყვანე იეშუა ნავეს ძე, კაცი, რომელზეც არის სული და დაასხი ხელი;
  12. მეორე რჯული 34:9
    და აღივსო სიბრძნის სულით იეშუა ნავეს ძე, ვინაიდან ხელი დაასხა მას მოსემ და უსმენდნენ მას ისრაელის ძენი და აღასრულეს, რაც უბრძანა უფალმა მოსეს.
  13. საქმეები 6:6
    წარადგინეს მოციქულების წინაშე, ილოცეს და ხელები დაასხეს მათ.
  14. საქმეები 28:8
    პოპლიოსის მამა, ციებ-ცხელებითა და ნაწლავთა სნეულებით გატანჯული, ლოგინად იყო ჩავარდნილი; შევიდა მასთან პავლე, ილოცა, ხელები დაასხა და განკურნა.
  15. 1 ტიმოთეს 4:14
    ნუ უგულებელყოფ შენში არსებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველების მეშვეობით და უხუცესთა ხელდასხმით.
  16. 2 ტიმოთეს 1:6
    ამ მიზეზით შეგახსენებ, გააღვივო ღვთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასხმით არის შენში;
  17. დაბადება 48:14
    გაიწოდა ისრაელმა მარჯვენა და ეფრემს დაადო თავზე, თუმცა ის უმცროსი იყო, ხოლო მარცხენა მენაშეს დაადო თავზე; განზრახ გადაანაცვლა ხელები, თუმცა მენაშე იყო პირმშო.
  18. ლევიანნი 24:14
    ავის მთქმელი ბანაკის გარეთ გაიყვანე და ყველამ, ვინც ისმინა, თავზე დაადოს ხელი და ჩაქოლოს იგი მთელმა კრებულმა.
  19. მათეს 19:15
    დაადო ხელები და წავიდა იქიდან.
  20. საქმეები 13:3
    მარხვისა და ლოცვის შემდეგ ხელები დაასხეს მათ და გაუშვეს.
  21. მარკოზის 6:5
    და ვერ მოახდინა იქ ვერავითარი სასწაული, გარდა იმისა, რომ რამდენიმე სნეულს ხელები დაასხა და განკურნა.
  22. მარკოზის 7:32
    მოიყვანეს მასთან ყრუ და ენაბლუ და ევედრებოდნენ ხელი დაედო მისთვის.
  23. მარკოზის 16:18
    გველებს აიყვანენ, და თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ; ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და განიკურნებიან”.
  24. ლუკას 13:13
    დაასხა ორივე ხელი, მაშინვე გაიმართა იგი და ადიდებდა ღმერთს.

← ყველა თემა „ხ“-ზე