მთავარითემები „ხ“ხელახლად დაბადება აუცილებელია

ხელახლად დაბადება აუცილებელია

5 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იოანეს 3:3-8
    მიუგო იესომ და უთხრა მას: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღმერთის სასუფეველს.“ ეუბნება მას ნიკოდემოსი: „როგორ შეუძლია ადამიანს იშვას, თუ იგი მოხუცია? ნუთუ შესაძლებელია, დედის საშოში ხელმეორედ შესვლა და შობა?“ მიუგო იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ იშვება წყლისა და სულისგან, ვერ შევა ღმერთის სასუფეველში. ხორცის მიერ შობილი ხორცია და სულის მიერ შობილი – სული. ნუ გაგიკვირდება, რომ გითხარი: ხელახლად უნდა იშვათ მაღლით. ქარს, სადაც სურს, იქ ქრის, და მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და საით მიდის. ასევეა ყველა შობილი სულისაგან.
  2. ტიტეს 3:5
    მან გვიხსნა ჩვენ არა მართალი საქმეების გამო, რომლებიც ჩავიდინეთ, არამედ თავისი მოწყალებით, ხელახალი შობის განბანითა და წმიდა სულის მიერ განახლებით,
  3. ეფესელთა 2:1
    თქვენც მკვდრები იყავით თქვენი დანაშაულებითა და ცოდვებით,
  4. იაკობის 1:18
    მან თავისი ნებით დაგვბადა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვიყოთ ვითარცა პირველნაყოფი მის ქმნილებათა შორის.
  5. 1 იოანეს 5:1
    ყველა, ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღვთისაგან არის შობილი, და ყველა, ვისაც მშობელი უყვარს, მისგან შობილიც უყვარს.

← ყველა თემა „ხ“-ზე