მთავარითემები „ხ“ხანგრძლივი მარხვა

ხანგრძლივი მარხვა

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გამოსვლა 34:28
    და იყო მოსე უფალთან ორმოცი დღე და ორმოცი ღამე: პური არ უჭამია და წყალი არ დაულევია; და დაწერა დაფებზე აღთქმის სიტყვები, ათი მცნება.
  2. მეორე რჯული 9:9
    როცა მთაზე ავედი, ქვის დაფების ჩამოსატანად, აღთქმის დაფების, რომელიც აღგითქვათ უფალმა, ორმოცი დღე და ორმოცი ღამე ვიყავი მთაზე, არც პური მიჭამია და არც წყალი დამილევია;
  3. მეორე რჯული 9:18
    დავემხე უფლის წინაშე, როგორც უწინ, ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, პური არ მიჭამია და წყალი არ შემისვამს თქვენი ცოდვების გამო, რომლებითაც სცოდავდით, ბოროტებას რომ სჩადიოდით მის თვალში და აჯავრებდით.
  4. 3 მეფეთა 19:6-8
    გაიხედა ელიამ და აჰა, ნაკვერჩხლებზე გამომცხვარი ნამცხვარი და წყლით სავსე ქილა უდგას სასთუმალთან. შეჭამა, დალია და ისევ დაწვა. მეორედ მოვიდა უფლის ანგელოზი, შეეხო და უთხრა: „ადექი და ჭამე, რადგან შორი გზა გაქვს”. ადგა, ჭამა, სვა და მოძლიერებულმა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იარა ღვთის მთამდე, ხორებამდე.
  5. მათეს 4:1-2
    მაშინ უდაბნოში წაიყვანა სულმა იესო ეშმაკისგან გამოსაცდელად. იმარხულა ორმოც დღეს და ორმოც ღამეს და ბოლოს მოშივდა.
  6. ლუკას 4:1-2
    დაბრუნდა იორდანედან სულიწმიდით აღვსილი იესო და სულის მერ გაყვანილ იქნა უდაბნოში. ორმოც დღეს იცდებოდა ეშმაკისგან და არაფერი უჭამია იმ დღეებში; მათი დასრულების შემდეგ მოშივდა.
  7. ფსალმუნები 108:24
    მარხვისგან მუხლები დამიუძლურდა, ზეზეურად ჩამოვხმი.

← ყველა თემა „ხ“-ზე