ბიბლიის მუხლები თემაზე
წვრთნა
14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- 2 ტიმოთეს 2:2
და რაც მრავალი მოწმის თანდასწრებით მოისმინე ჩემგან, ის გადაეცი ერთგულ ადამიანებს, რომელთაც სხვათა განსწავლის უნარიც ექნებათ.
- იგავნი 27:17
რკინა რკინას ლესავს, კაცი კი - თავისი მოყვასის სახეს.
- იგავნი 22:6
გაწვრთენი ყმაწვილი, რომ სწორ გზაზე იაროს და სიბერეშიც არ გადაუხვევს მას.
- ტიტეს 2:3-5
ხნიერი ქალებიც - ქცევით ღირსეულნი, არა ცილისმწამებელნი, არა ღვინის მონანი, არამედ სიკეთის მოძღვარნი, რათა ასწავლონ ყმაწვილქალებს ქმრისა და შვილების სიყვარული, გონიერება, სისუფთავე, ოჯახზე ზრუნვა, სიკეთე, ქმრის მორჩილება, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა.
- ფსალმუნები 70:18
ჭაღარამდე, ღრმა სიბერემდე ნუ მიმატოვებ ღმერთო, ვიდრე გავუცხადებდე შენს ძლიერებას ამ თაობას და ყველა მომავალს - შენს შეძლებას.
- 1 თესალონიკელთა 2:8
ასევე ჩვენც, თქვენდამი გულმხურვალთ გვსურდა მოგვეცა თქვენთვის არა მარტო ღვთის სახარება, არამედ ჩვენი სიცოცხლეც, ვინაიდან საყვარელნი გახდით ჩვენთვის.
- იგავნი 9:9
შეაგონე ბრძენი და უფრო დაბრძენდება, დამოძღვრე მართალი და ცოდნას გაიმრავლებს.
- იგავნი 1:5
მოისმენს ბრძენი და ცოდნას გაიმრავლებს, გონიერი და - დაკვალიანდება;
- ფილიპელთა 1:9
და ვლოცულობ, რომ თქვენი სიყვარული სულ უფრო იზრდებოდეს შემეცნებასა და ყოველივეს აღქმაში.
- იოანეს 14:26
ხოლო ნუგეშისმცემელი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლენს მამა, გასწავლით და გაგახსენებთ ყველაფერს, რაც თქვენთვის მითქვამს.
- მათეს 28:19-20
ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე”. ამინ!
- იგავნი 13:20
ბრძენკაცებთან მავალი დაბრძენდება, რეგვენთა მეგობარი კი ზიანს განიცდის.
- იგავნი 27:23
კარგად იცნობდე შენს ფარას, ყურადღებით იყავი შენი ნახირის მიმართ,
- ებრაელთა 13:7
გახსოვდეთ თქვენი წინამძღოლნი, რომლებიც ღვთის სიტყვას გიქადაგებდნენ; მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენმა მიბაძეთ მათ რწმენას.
მსგავსი თემები: