ბიბლიის მუხლები თემაზე
წმინდა წერილის სწავლა
16 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- 1 კორინთელთა 10:11
ყოველივე ეს, სანიმუშოდ დაემართათ მათ და აღწერილია ჩვენს შესაგონებლად, ვინც საუკუნეთა აღსასრულს მიაღწია.
- 2 ტიმოთეს 3:16
მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში.
- დანიელის 9:10
ყური არ დავუგდეთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას, რათა გვევლო მისი რჯულის მიხედვით, თავის მსახურ წინასწარმეტყველთა ხელით რომ დაგვიდო წინ.
- რომაელთა 15:4
რადგან ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი.
- გამოსვლა 18:20
ასწავლე მათ წესები და რჯული და უჩვენე გზა, რომლითაც უნდა იარონ და საქმენი, რაც უნდა აკეთონ.
- ლევიანნი 10:11
და შეგეძლოს ისრაელის შვილებისთვის ყველა იმ წესის სწავლება, რომელიც მოსეს მეშვეობით აქვს უფალს ნათქვამი”.
- ფსალმუნები 118:12
კურთხეულ ხარ, უფალო! მასწავლე შენი წესები.
- ფსალმუნები 118:26
გაუწყე ჩემი გზები და პასუხიც გამეცი; მასწავლე შენი წესები.
- ფსალმუნები 118:33
უფალო, მასწავლე შენი წესების გზა და ბოლომდე დავიცავ მას.
- ფსალმუნები 118:63
თანაზიარი ვარ ყველასი, ვინც შენი მოშიშია და იცავს შენს მცნებებს.
- ფსალმუნები 118:124
წყალობით მოეკიდე შენს მსახურს და შენი წესები მასწავლე.
- ფსალმუნები 118:135
შენი სახე გამოუბრწყინე შენს მსახურს და მასწავლე შენი წესდებანი.
- ფსალმუნები 118:171
გაქონ ჩემმა ბაგეებმა, რადგან შენ მასწავლე წესები შენი.
- ფსალმუნები 118:108
მიიღე ნებაყოფილობითი შესაწირი ჩემი პირისა - გთხოვ, უფალო და მასწავლე შენი სამართალი.
- გამოსვლა 18:16
როცა რაიმე საქმე აქვთ, ჩემამდე მოაქვთ და განვსჯი კაცსა და მის მოყვასს შორის, ვუცხადებ ღვთის წესებსა და რჯულს”.
- მეორე რჯული 4:14
მაშინ მიბრძანა უფალმა თქვენთვის წესებისა და სამართლის სწავლება, რათა აღასრულოთ ისინი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.