მთავარითემები „წ“წინასწარმეტყველური ხედვები

წინასწარმეტყველური ხედვები

17 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 29:18
    ხედვის გარეშე თავს იშვებს ხალხი; რჯულის დამცველი კი ნეტარია.
  2. ესაია 1:1
    ესაიას, ამოცის ძის ხილვა, რომელიც იხილა იუდასა და იერუსალიმის შესახებ, იუდას მეფეების – ყუზიას, იოთამის, ახაზის, ხიზკიაჰუს მეფობის დღეებში:
  3. ესაია 21:2
    სასტიკი ხილვა მეჩვენა: მოღალატე ღალატობს და ყაჩაღი ყაჩაღობს. ამოდი, ყელამ! ალყა შემოარტყი, მიდიავ! ყველა მის ოხვრას ბოლო მოვუღე.
  4. ეზეკიელი 11:24
    ამიყვანა სულმა და ხილვაში ღმერთის სულით მიმიყვანა განდევნილებთან ქალდეაში და განმშორდა ხილვა, რომელიც ვიხილე.
  5. ეზეკიელი 12:27
    ძეო კაცისავ! აჰა, ამბობს სახლი ისრაელისა: ხილვა, რომელსაც ის ხედავს, დიდი ხნის შემდეგ აღსრულდება და შორეულ დღეებზე წინასწარმეტყველებსო.
  6. ეზეკიელი 47:1
    ტაძრის შესასვლელთან დამაბრუნა და, აჰა, წყალი გამოედინება ტაძრის ზღურბლის ქვემოდან აღმოსავლეთისკენ, რადგან აღმოსავლეთისკენ იყო მიმართული ტაძარი. წყალი გამოედინება ქვემოდან, ტაძრის მარჯვენა მხრიდან, სამსხვერპლოს სამხრეთით.
  7. დანიელი 8:1
    ბელშაცარის მეფობის მესამე წელს ხილვა მეჩვენა მე, დანიელს, პირველი ხილვის შემდეგ.
  8. ამოსი 1:1
    ამოსის, თეკოაყელი მწყემსის სიტყვები, რომლებიც ხილვაში გაუცხადდა ისრაელზე იუდას მეფის ყუზიას დღეებში და ისრაელის მეფის იერობყამ იოაშის ძის დღეებში, მიწისძვრამდე ორი წლით ადრე.
  9. აბდია 1:1
    აბდიას ხილვა: ასე ამბობს უფალი ღმერთი ედომზე – ამბავი გვესმა უფლისგან, მაცნეები დაეგზავნათ ხალხებს: ადექით, გავიდეთ მის წინააღმდეგ საბრძოლველად!
  10. ნაუმი 1:1
    ნინევეს განაჩენი; ელკოშელი ნაუმის ხილვის წიგნი.
  11. 2 ნეშტთა 32:32
    აჰა, ხიზკიაჰუს დანარჩენი სიტყვა და კეთილი საქმე, წინასწარმეტყველ ესაიას, ამოცის ძის ხილვაშია აღწერილი, ისრაელისა და იუდას მეფეთა წიგნში.
  12. რიცხვნი 12:6
    უთხრა: „ისმინეთ ჩემი სიტყვები: თუ არის ვინმე წინასწარმეტყველი თქვენ შორის, მე, უფალი, ჩვენებაში რომ ვეცხადები და სიზმარში ვლაპარაკობ მასთან;
  13. ეზეკიელი 1:1
    და იყო, ოცდამეათე წელს, მეოთხე თვის მეხუთე დღეს, დევნილთა შორის რომ ვიმყოფებოდი მდინარე ქებარის პირას, გაიხსნა ცა და ღმერთის ხილვები ვიხილე.
  14. ოსია 12:10
    წინასწარმეტყველებსაც ველაპარაკე და ხილვებიც გავამრავლე. წინასწარმეტყველთა მეშვეობით იგავებით ვილაპარაკე.
  15. 2 ნეშტთა 9:29
    სოლომონის დანარჩენი საქმენი, პირველი და უკანასკნელი, განა არ სწერია ნათან წინასწარმეტყველის წიგნში, ახია შილონელის წინასწარმეტყველებასა და ყიდო მხილველის ხილვაში, იერობყამ ნებატის ძეს რომ შეეხება?
  16. დანიელი 7:1
    ბელშაცარის, ბაბილონის მეფის მეფობის პირველ წელს, იხილა დანიელმა სიზმარი და ხილვანი, როცა თავის სარეცელზე იწვა. მაშინ ჩაიწერა მან ეს სიზმარი და მთავარი აზრი გადმოსცა.
  17. მიქა 1:1
    უფლის სიტყვა, რომელიც მორეშეთელ მიქას მიმართ იყო იუდას მეფეების – იოთამისა და ახაზის დღეებში, სამარიასა და იერუსალიმზე რომ იხილა.

← ყველა თემა „წ“-ზე