ბიბლიის მუხლები თემაზე
წინასწარმეტყველების გაუქმება
11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- 1 მეფეთა 28:6
უთხრა საულმა თავის მსახურებს: „მომიძებნეთ სულთა გამომძახებელი ქალი, მივალ და ვამკითხვინებ”. უთხრეს მსახურებმა: „აჰა, ყენდორშია სულთა გამომძახებელი ქალი”.
- 1 მეფეთა 28:15
უთხრა სამუელმა: „რას ითხოვ ჩემგან, როცა გაგშორდა უფალი და მტრად მოგეკიდა?
- იერემია 5:13
წინასწარმეტყველნი განქარდებიან, უფლის სიტყვა არ არის მათში; ასემც დამართნიათ მათ”.
- ფსალმუნები 73:9
ჩვენს ნიშნებს ვეღარ ვხედავთ, აღარ გვყავს წინასწარმეტყველი და არვინ არის ჩვენთან, რომ იცოდეს – როდემდე გაგრძელდება ასე.
- ესაია 29:10
რადგან ძილქუშის სული გადმოღვარა თქვენზე უფალმა და თვალები დაგიხუჭათ – თქვენი წინასწარმეტყველნი და თავები დაგიფარათ – თქვენი მხილველნი.
- გოდება იერემიასი 2:9
მიწაში ჩაეფლო მისი კარიბჭე, აოხრდა და დაიმსხვრა მისი ურდულები; გაიფანტნენ მეფე და მთავარნი უცხო ხალხებში; აღარც რჯულია და ვეღარც მისი წინასწარმეტყველნი ღებულობენ ხილვებს უფლისგან.
- იერემია 4:9
იმ დღეს იქნება, ამბობს უფალი, შედრკება მეფისა და მთავართა გულები, მღვდლები შეძრწუნდებიან და წინასწარმეტყველნი გაოგნდებიან”.
- ესაია 3:2
მამაცსა და მებრძოლს, მოსამართლესა და წინასწარმეტყველს, ჯადოსანსა და უხუცესს,
- ეზეკიელი 7:26
უბედურებას უბედურება მოჰყვება, ამბავს ამბავი დაემატება, წინასწარმეტყველისგან ხილვას მოითხოვენ, მაგრამ რჯული დაეკარგება მღვდელს და რჩევა უხუცესებს.
- დანიელი 9:4
ვილოცე ჩემი უფალი ღმერთის წინაშე, ვაღიარე და ვუთხარი: „ოჰ, უფალო, დიდებულო და მრისხანე ღმერთო, აღთქმასა და წყალობას რომ უნახავ შენს მოყვარულებსა და შენი მცნებების დამცველთ!
- მათეს 5:17
არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი.