მთავარითემები „უ“უწმინდურება

უწმინდურება

14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ეფესელთა 5:3
    ოღონდ სიძვა, ყოველგვარი უწმიდურება და ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენ შორის, როგორც წმიდათ შეშვენით.
  2. რომაელთა 1:23-24
    და უხრწნადი ღმერთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში. ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმების უწმიდურებას, რათა თვითონვე შეებილწათ თავიანთი სხეულები ერთმანეთში.
  3. 1 კორინთელთა 6:18
    გაექეცით სიძვას; ყოველი ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, სხეულის გარეშეა, მეძავი კი საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს.
  4. მათეს 5:28
    მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში.
  5. გალატელთა 5:19
    ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულობა,
  6. რომაელთა 6:19
    ადამიანურად ვამბობ, თქვენი ხორცის უძლურების გამო: როგორც გადასცემდით თქვენს ასოებს მონებად უწმიდურებას და ურჯულოებას ურჯულოებისათვის, ახლა ასევე გადაეცით თქვენი ასოები მონებად სიმართლეს - განსაწმედად.
  7. ეფესელთა 4:18-19
    დაბნელებულნი აზროვნებაში და ღვთის სიცოცხლისგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო, ისინი, რომელთაც სირცხვილის გრძნობა დაკარგეს და გარყვნილებას მიეცნენ, რათა ყოველგვარი უწმიდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით.
  8. კოლოსელთა 3:5
    მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა.
  9. 2 პეტრეს 2:10
    განსაკუთრებით კი ხორციელ გულისთქმებს ბილწად აყოლილნი, მაღალთა მოძულენი, თავხედნი, ჯიუტნი და უფალთა უშიშრად მგმობნი,
  10. 1 კორინთელთა 6:15
    განა არ იცით, რომ თქვენი სხეულები ქრისტეს ასოებია? განა ქრისტეს ასოებს მეძავის ასოებად ვაქცევ? არამც და არამც!
  11. იუდა 1:7
    როგორც სოდომი და გომორა და მოსაზღვრე ქალაქები, მათ მსგავსად რომ მეძავობდნენ და აჰყვნენ უცხო ხორცს, საუკუნო ცეცხლით დასჯის ნიმუშად არიან დადგენილნი,
  12. 1 თესალონიკელთა 4:7
    რადგან ღმერთმა უწმიდურებისკენ კი არა, სიწმიდისკენ მოგვიწოდა.
  13. ზაქარია 13:2
    იმ დღეს იქნება – ამბობს ცაბაოთ უფალი – მოვსპობ კერპთა სახელებს ამ ქვეყანაზე, რომ მეტად აღარ იხსენებოდნენ; ცრუ წინასწარმეტყველებსა და უწმიდურ კაცსაც აღვგვი ამ ქვეყნიდან.
  14. ებრაელთა 13:4
    ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი, სარეცელი – შეუბილწავი; მეძავებსა და მრუშებს ღმერთი გაასამართლებს.

← ყველა თემა „უ“-ზე