მთავარითემები „უ“უვარგისი კერპები

უვარგისი კერპები

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 მეფეთა 12:21
    აღარ გადაუხვიოთ ფუჭი ღმერთებისკენ, ვერ დაგიფარავენ და ვერ გიხსნიან ისინი, რადგან ფუჭნი არიან.
  2. იონა 2:8
    ამაო კერპთა მსახურნი ვერ ეღირსებიან წყალობას.
  3. ესაია 44:11
    ვინ გამოსახა ღმერთი და კერპი ვინ ჩამოასხა, რომელსაც სარგებლობა არ მოაქვს?
  4. იერემია 10:15
    არარაობაა ისინი, დაცინვის საგანი, აღიგვებიან მათი განკითხვის დღეს.
  5. იერემია 51:18
    ამაონი არიან ისინი, ცრუ ნახელავნი; განკითხვის ჟამს დაიღუპებიან.
  6. 1 კორინთელთა 8:4
    ამგვარად, კერპთშენაწირების საჭმელად გამოყენების შესახებ ვიცით, რომ კერპი არაფერია წუთისოფელში და არ არსებობს ღმერთი, გარდა ერთისა.
  7. ესაია 41:24
    აჰა, არარაობა ხართ და თქვენი საქმეც არარაობაა; საზიზღრობაა თქვენი ამომრჩეველი.
  8. აბაკუმი 2:18
    რა სარგებელია ოსტატის ხელნაკეთი კერპისგან ან ჩამოსხმული ცრუმოძღვრისგან? თუმცა თავის ქმნილებებზეა დანდობილი მუნჯი კერპების გამკეთებელი.
  9. საქმეები 14:15
    კაცნო, ამას რას სჩადიხართ? ჩვენც თქვენი მსგავსი ადამიანები ვართ და გახარებთ, რომ ამ ამაო კერპთაგან ცოცხალი ღმერთისკენ მოიქცეთ, რომელმაც შექმნა ცა, დედამიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მათშია;

← ყველა თემა „უ“-ზე