ბიბლიის მუხლები თემაზე
უმართლოთა ბატონობა
7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- იგავნი 29:2
მართალთა აღზევებისას ხარობს ხალხი, უმართლოთა ბატონობისას კი კვნესის.
- ფსალმუნები 124:3
რადგან ვერ დარჩება ბოროტის კვერთხი მართალთა წილხვედრზე, რათა უკეთურებისკენ არ გაიწოდონ ხელი მართლებმა.
- იგავნი 28:15
მბრდღვინავი ლომი და გააფთრებული დათვია ბოროტი ბატონი ღატაკი ხალხისთვის.
- ესაია 10:1
ვაი მათ, ვისაც უსამართლო განაჩენი გამოაქვს და ვინც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს,
- მიქა 7:3
გაწაფულია მათი ხელები ბოროტის ქმნაში; მთავარი და მოსამართლე ქრთამს ითხოვენ; დიდებული ხარბი გულით ლაპარაკობს და სამართალს ამრუდებს.
- ესაია 1:23
შენი მთავარნი მეურჩებიან და ქურდებთან მეგობრობენ; ქრთამი უყვართ და საზღაურს ეხარბებიან; ობოლს არ იცავენ და ქვრივის გასაჭირი ვერ აღწევს მათთან.
- ესაია 3:14
განიკითხავს უფალი თავისი ხალხის უხუცესებსა და მთავრებს: "თქვენ გადაჭამეთ ვენახები და ღარიბთათვის წართმეულით აივსეთ სახლები.