მთავარითემები „უ“უფალია მისი სახელი

უფალია მისი სახელი

17 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 67:4
    უმღერეთ ღმერთს, უმღერეთ მის წმიდა სახელს, უმღერეთ მას, ვინც უდაბნოს სერავს; უფალია მისი სახელი და ილხინეთ მის წინაშე.
  2. გამოსვლა 3:14-15
    უთხრა ღმერთმა მოსეს: "მე ვარ, რომელიც ვარ”. და თქვა: „ასე უთხარი ისრაელის შვილებს: ‘მე ვარ’-მა მომავლინა-თქო თქვენთან”. კიდევ უთხრა ღმერთმა მოსეს: "ასე უთხარი ისრაელის შვილებს: უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, აბრაჰამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა და იაკობის ღმერთმა მომავლინა თქვენთან. ესაა საუკუნოდ ჩემი სახელი და ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე.
  3. გამოსვლა 6:3
    მე გამოვეცხადე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს ყოვლისშემძლე ღმერთად, მაგრამ ჩემი სახელი - უფალი - არ გავუმხილე მათ.
  4. გამოსვლა 15:3
    მეომარია უფალი, უფალია მისი სახელი.
  5. იერემია 33:2
    ასე ამბობს უფალი, სამყაროს შემოქმედი, უფალი, რომელმაც გამოძერწა და დააფუძნა იგი. უფალია მისი სახელი!
  6. ესაია 42:8
    მე ვარ უფალი (იაჰვე), ეს არის ჩემი სახელი. ჩემს დიდებას სხვას არ მივცემ და ჩემს ხოტბას - გამოკვეთილ კერპებს.
  7. ამოსი 5:8
    მან შექმნა თანავარსკვლავედი და ორიონი, წყვდიადს დილად აქცევს და დღეს ღამესავით აბნელებს; ზღვის წყალს უხმობს და მიწის ზედაპირზე მოაქცევს, უფალია მისი სახელი.
  8. ამოსი 9:6
    ცაში აიშენა თავისი სამყოფელი და მიწაზე დააფუძნა კამარა; ზღვის წყლებს მოუხმობს და მიწის ზედაპირზე მოღვრის. უფალია მისი სახელი.
  9. მეორე რჯული 28:58
    თუ არ იფხიზლებ ამ წიგნში დაწერილი რჯულის ყოველი სიტყვის აღსასრულებლად, რათა გაშინებდეს ეს ამაღლებული და საშინელი სახელი: უფალი, შენი ღმერთი!
  10. იერემია 31:35
    ასე ამბობს უფალი, რომელიც მზეს იძლევა დღის გასანათებლად და მთვარესა და ვარსკვლავებს უბრძანებს, ღამე გაანათონ; რომელიც ისე აღელვებს ზღვას, რომ ღრიალებენ მისი ტალღები; ძალთა უფალია მისი სახელი.
  11. იერემია 32:18
    სიკეთეს უკეთებ ათასებს და შვილებს წიაღშივე მიუზღავ მამების დანაშაულის გამო. ო, დიდო და ძლიერო ღმერთო! ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
  12. იერემია 50:34
    მაგრამ ძლიერია მათი გამომსყიდველი, ცაბაოთ უფალია მისი სახელი, დაჟინებით განიკითხავს იგი მათ საქმეს, რათა მოსვენება მოიტანოს ქვეყანაზე, ხოლო ბაბილონის მცხოვრებნი შეაშფოთოს.
  13. იერემია 51:19
    მათი მსგავსი არაა წილხვედრი იაკობისა, რადგან ყოველივეს შემქმნელია იგი, თავისი სამკვიდრებელი ტომისაც; ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
  14. ოსია 12:5
    უფალი, ცაბაოთ ღმერთი, უფალია სახელი მისი.
  15. ამოსი 4:13
    რადგან, აჰა, მთები მან გამოსახა და ქარი მან შექმნა, თავის ზრახვებს უცხადებს ადამიანს და წყვდიადად აქცევს ცისკარს, დედამიწის მწვერვალებია მისი ფეხსადგამი; უფალი, ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი.
  16. იერემია 51:57
    დავათრობ მის მთავრებსა და ბრძენკაცებს, მის მმართველებს, გამგებლებსა და ვაჟკაცებს, დაიძინებენ საუკუნო ძილით და აღარ გაიღვიძებენ, ამბობს მეფე, ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
  17. ზაქარია 14:9
    უფალი გამეფდება მთელ დედამიწაზე. იმ დღეს ერთი იქნება უფალი და ერთი იქნება სახელი მისი.

← ყველა თემა „უ“-ზე