მთავარითემები „უ“უდანაშაულოს მოკვლა

უდანაშაულოს მოკვლა

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გოდება 4:13
    მის წინასწარმეტყველთა ცოდვებისა და მის მღვდელთა ურჯულოების გამო მოხდა ეს, მის წიაღში რომ ღვრიდნენ მართალთა სისხლს.
  2. ეზეკიელი 7:23
    ჯაჭვი გააკეთე, რადგან ქვეყანა სავსეა სისხლიანი დანაშაულებით და ქალაქი - ძალადობით.
  3. ესაია 5:7
    ისრაელის სახლია ცაბაოთ უფლის ვენახი და იუდას ხალხი - ნერგი მისი სიამისა; სამართალს მოელოდა და აჰა - სისხლისღვრაა; სიმართლეს და აჰა - ტანჯვის მოთქმაა.
  4. ეზეკიელი 22:9
    ცილისმწამებელნი იყვნენ შენში, რათა სისხლი დაეღვარათ; მაღლობებზე ჭამდნენ შენში და გარყვნილებას ეწეოდნენ.
  5. ეზეკიელი 22:12
    ქრთამს იღებდნენ შენში სისხლის დასაღვრელად, ვახშსა და სარგებელს იღებდნენ, ძარცვავდნენ და ძალადობდნენ მოყვასზე, მე კი დამივიწყე!“ - ამბობს უფალი ღმერთი.
  6. იაკობის 5:6
    თქვენ დასდეთ მსჯავრი და მოკალით მართალი, ის კი არ შეგეწინააღმდეგათ.
  7. იერემია 22:17
    მაგრამ შენი თვალი და შენი გული მხოლოდ ანგარებას, უდანაშაულო სისხლის დაღვრას, ძარცვა-გლეჯასა და ძალადობას ეძებს.
  8. იერემია 19:4
    რადგან მიმატოვეს და გაუუცხოვდნენ ამ ადგილს; უკმევდნენ სხვა ღმერთებს, რომელთაც არც თვითონ იცნობდნენ, არც მათი მამები და არც იუდას მეფეები; უდანაშაულოთა სისხლით აავსეს ეს ადგილი.
  9. იოველი 3:19
    გაპარტახდება ეგვიპტე და უკაცრიელ უდაბნოდ იქცევა ედომი, რადგან იძალადეს იუდას ძეებზე და უდანაშაულო სისხლი დაღვარეს მათ ქვეყანაში.
  10. 4 მეფეთა 21:16
    უდანაშაულო სისხლიც ბევრი დაღვარა მენაშემ, ვიდრე არ აღავსო იერუსალიმი პირთამდე, გარდა იმ ცოდვისა, იუდას რომ აცოდვინა და უფლის თვალში ბოროტი აკეთებინა“.
  11. ფსალმუნები 43:22
    შენ გამო გვხოცავენ ყოველდღე, დასაკლავ ცხვრებად ვართ მიჩნეულნი.
  12. გამოსვლა 23:7
    შორს დადექი ყალბი საქმისგან, და ნუ დაღუპავ უდანაშაულოსა და მართალს, რადგან არ გავამართლებ ბოროტეულს.
  13. 1 იოანეს 3:12
    მაგრამ არა ისე, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისგან იყო და მოკლა თავისი ძმა. რისთვის მოკლა? იმისთვის, რომ მისი საქმენი ბოროტი იყო, ხოლო მისი ძმისა - მართალი.

← ყველა თემა „უ“-ზე