ბიბლიის მუხლები თემაზე
სხვებზე ზრუნვა
18 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ფილიპელთა 2:4
თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც.
- გალატელთა 6:2
ატარეთ ერთმანეთის ტვირთი და ამით აღასრულებთ ქრისტეს რჯულს.
- რომაელთა 12:10
ძმათმოყვარეობაში – ერთმანეთისადმი გულთბილი სიყვარულით, პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით.
- 1 ტიმოთეს 5:8
ხოლო, ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავის სახლეულებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია.
- გალატელთა 6:10
მაშ, ვიდრე დრო გვაქვს, სიკეთე ვაკეთოთ ყველამ, და უფრო მეტად მათ, ვინც ჩვენიანია რწმენით.
- იგავნი 21:13
ვინც ყურს დაიცობს ღარიბის ძახილისაგან, ისიც მოუხმობს ერთ დღეს, მაგრამ არავინ გასცემს პასუხს.
- გალატელთა 2:10
ოღონდ უნდა გვხსომებოდა ღატაკები, და მეც ამის კეთების მოშურნე ვიყავი.
- იაკობის 1:27
წმიდა და შეუბღალავი საწმუნოება მამის წინაშე ისაა, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი სოფლისაგან.
- იგავნი 19:17
ღატაკის მწყალობელი უფალს აძლევს სესხს და სამაგიეროს ის მიუზღავს მას.
- ფსალმუნები 34:10
ყოველნი ძვალნი ჩემნი იტყვიან: „უფალო, ვინ არის შენი მსგავსი, შენი, რომელიც იხსნი საწყალს ძლიერისაგან, ღარიბს და ღატაკს – მისი მძარცველისაგან?
- ეფესელთა 4:32
მაგრამ იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა.
- იოანეს 13:34-35
ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ.
- 1 იოანეს 3:17-18
ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, ძმას კი გაჭირვებაში ხედავს და მისგან კეტავს თავის გულს, როგორ დარჩება მასში ღვთის სიყვარული? ჩემო შვილებო, ნუ გვიყვარს სიტყვებით, ნურც ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით.
- მათეს 25:40
მიუგებს მეფე და ეტყვის მათ: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ.’
- იგავნი 28:27
ვინც ღარიბს აძლევს, არ ექნება გაჭირვება, ხოლო ვინც თვალს არიდებს, მდიდარია წყევლით.
- გალატელტა 6:9
სიკეთის კეთება ნუ მოგვეწყინება, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვდუნდებით.
- 1 თესალონიკელთა 5:11
ამიტომ შეაგონეთ ერთმანეთს და აღაშენეთ ერთმანეთი, როგორც იქცევით კიდეც.
- კოლოსელთა 3:12
ამიტომ, როგორც ღვთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელება.