ბიბლიის მუხლები თემაზე
სხვა მითითებები ღვთის სახელზე
11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- დაბადება 16:13
და უწოდა ჰაგარმა უფალს, რომელიც მას ელაპარაკა, „ელ როი” - „უფალი, რომელიც ხედავს!” და თქვა: „აქ ვნახე ღმერთი, რომელიც მხედავს”.
- გამოსვლა 34:14
რადგან თაყვანი არ უნდა სცე სხვა ღმერთს, ვინაიდან ეჭვიანია უფლის სახელი და ეჭვიანია იგი.
- ამოსი 5:27
ამიტომაც დამასკოს იქით გადაგასახლებთ! - ამბობს უფალი - ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი.
- მიქა 6:9
ხმა უფლისა მოუხმობს ქალაქს, და ვინც ბრძენია - შეეშინდება შენი სახელის. გაიგონეთ ხმა არგნისა და მისი შემმართველისა.
- სოფონია 3:12
დავტოვებ შენს წიაღში თავმდაბალსა და თვინიერ ხალხს და უფლის სახელში ჰპოვებენ თავშესაფარს ისინი.
- იოანეს 12:28
მამაო, განადიდე შენი სახელი! და მოვიდა ზეციდან ხმა: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ”.
- იოანეს 17:6
გამოვუცხადე შენი სახელი იმ ადამიანებს, შენ რომ მომეცი წუთისოფლისგან. შენები იყვნენ ისინი, მე მომეცი და დაიცვეს შენი სიტყვა.
- საქმეები 2:21
და იქნება: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება.
- საქმეები 15:14
მოგვითხრო სიმონმა, პირველად როგორ მოხედა ღმერთმა წარმართებს, რომ მათგან გამოეკრიბა ხალხი თავისი სახელისთვის.
- გამოსვლა 3:15
კიდევ უთხრა ღმერთმა მოსეს: „ასე უთხარი ისრაელის შვილებს: უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, აბრაჰამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა და იაკობის ღმერთმა მომავლინა თქვენთან. ესაა საუკუნოდ ჩემი სახელი და ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე.
- ფსალმუნები 19:1
უფალმა გიპასუხოს შენ გაჭირვების დღეს, დაგიფაროს შენ, იაკობის ღმერთის სახელმა.