ბიბლიის მუხლები თემაზე
სხეულის შეზღუდვები
14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- დაბადება 6:3
და თქვა უფალმა: „არ იქნება ჩემი სული ადამიანთან ჭიდილში სამუდამოდ, რადგან ხორციელია იგი. იყოს მისი ხანი ას ოცი წელი”.
- ფსალმუნები 77:39
ახსოვდა, რომ ხორციელნი არიან ისინი - ქარი, რომელიც ჩაიქროლებს და აღარ ბრუნდება.
- ფსალმუნები 102:14
ვინაიდან იცის ჩვენი აგებულება, ახსოვს, რომ მტვრისგან ვართ.
- ესაია 31:3
ადამიანები არიან ეგვიპტელები და არა ღმერთები, ხორცია მათი ცხენები და არა სული; გაიწვდის ხელს უფალი და წაბორძიკდება შემწეც და შეწევნულიც, ყველანი ერთად დაიღუპებიან.
- დაბადება 47:18
გავიდა ის წელი; მივიდნენ მასთან მეორე წელს და უთხრეს: "არ დავუმალავთ ჩვენს ბატონს, რომ გამოგველია ფული და ჩვენი პირუტყვიც ჩვენს ბატონთანაა: არაფერი შეგვრჩა ჩვენი ბატონის წინაშე, გარდა ჩვენი სხეულისა და ჩვენი მიწისა.
- რომაელთა 4:19
არ შესუსტებია რწმენა, როცა ხედავდა, რომ მისი სხეული, თითქმის ასი წლისა, უკვე ჩაკვდა, ხოლო სარას საშო მკვდარი იყო.
- 1 კორინთელთა 15:50
ამას კი გეტყვით, ძმებო, რომ ხორცსა და სისხლს არ ძალუძს ღმერთის სამეფოს დამკვიდრება, ხრწნილება ვერ დაიმკვიდრებს უხრწნელობას.
- ებრაელთა 9:10
რადგან ეს არის საჭმელ-სასმელი, სხვადასხვა განბანა და ხორციელი წესების შესრულება, დადგენილი მხოლოდ გამოსწორების ჟამამდე.
- ებრაელთა 9:13
ვინაიდან თუ ვაცთა და კუროთა სისხლი და დეკეულის ფერფლის პკურება წმიდას ჰყოფს გაუწმიდურებულთ, რათა განიწმიდოს სხეული,
- იოანეს 3:6
ხორცისგან შობილი ხორცია და სულისგან შობილი - სული.
- მათეს 26:41
იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. რადგან სული მოშურნეა, ხორცი კი - უძლური”.
- მარკოზის 14:38
იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მოშურნეა, ხოლო ხორცი უძლური”.
- რომაელთა 6:19
ადამიანურად ვამბობ, თქვენი ხორცის უძლურების გამო: როგორც გადასცემდით თქვენს ასოებს მონებად უწმიდურებას და ურჯულოებას ურჯულოებისათვის, ახლა ასევე გადაეცით თქვენი ასოები მონებად სიმართლეს - განსაწმედად.
- რომაელთა 8:10
და თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისათვის, ხოლო სული ცოცხალია სიმართლისათვის.