მთავარითემები „ს“სწავლა

სწავლა

16 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 118:71-73
    კარგია ჩემთვის, რომ ვეტანჯე, რათა ვისწავლო შენი წესები. უმჯობესია ჩემთვის რჯული შენი ბაგისა, ვიდრე ათასი ოქრო და ვერცხლი. შენმა ხელებმა შემქმნა და გამომსახა; გამჭრიახობა მომეცი, რომ ვისწავლო შენი მცნებანი.
  2. ესაია 26:9-10
    შენკენ ილტვის ღამღამობით ჩემი სამშვინველი; დიახ, ჩემში მყოფი სულით გეძებ დილაობით; როცა შენი სამართლით განიკითხავ ქვეყანას, მაშინ ისწავლიან სიმართლეს ქვეყნიერების მკვიდრნი.  შეიწყალებენ ბოროტეულს და მაინც ვერ ისწავლის სიმართლეს. უსამართლოდ იქცევა წრფელთა ქვეყანაში და ვერ ხვდება უფლის სიდიადეს.
  3. ტიტეს 3:14
    ჩვენიანებმაც უნდა ისწავლონ კეთილი საქმეების კეთება უკიდურეს გასაჭირში დასახმარებლად, რათა უნაყოფონი არ იყვნენ.
  4. ებრაელთა 5:8
    და თუმცა ძე იყო, ტანჯვის მეშვეობით ისწავლა მორჩილება.
  5. ეფესელთა 5:11
    და ნუ ეზიარებით სიბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ ამხილეთ.
  6. იოანეს 6:45
    წინასწარმეტყველებში წერია: და ყველა განისწავლება ღმერთის მიერ. ყველა, ვინც მამას უსმენს და სწავლობს, ჩემთან მოდის.
  7. მათეს 11:29
    იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი და გულით თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ თქვენი სულის სიმშვიდეს.
  8. ფილიპელთა 4:9
    რაც ჩემგან ისწავლეთ, მიიღეთ, მოისმინეთ და დაინახეთ ჩემში, ის შეასრულეთ და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან.
  9. იოანეს 14:26
    ხოლო ნუგეშისმცემელი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლენს მამა, გასწავლით და გაგახსენებთ ყველაფერს, რაც თქვენთვის მითქვამს.
  10. რომაელთა 15:4
    რადგან ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი.
  11. იგავნი 6:6
    ჭიანჭველასთან მიდი უქნარავ, მის გზებს დააკვირდი, და ჭკუა ისწავლე.
  12. მეორე რჯული 14:23
    და ჭამეთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე იმ ადგილას, რომელსაც თვითონ ამოირჩევს თავისი სახელის დასამკვიდრებლად: თქვენი მარცვლეულის, ღვინის და ზეთის მეათედი; თქვენი საქონლისა და ფარის პირველმონაგებნი, რათა ისწავლოთ უფლის, თქვენი ღმერთის შიში სამუდამოდ.
  13. მეორე რჯული 17:19
    ჰქონდეს თავისთან და იკითხოს მთელი სიცოცხლე, რათა ისწავლოს უფლის, თავისი ღმერთის შიში, იცავდეს ამ რჯულის ყოველ სიტყვას და ამ წესებს ასრულებდეს.
  14. მნეორე რჯული 31:13
    მათმა შვილებმაც, რომლებმაც არ იციან, მოისმინონ და ისწავლონ, რომ ეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთის, მთელი სიცოცხლე, ვიდრე არსებობთ იმ ქვეყანაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ მდინარე იორდანეს”.
  15. იერემია 12:16
    და თუ ჩემი ხალხის გზებს ისწავლიან, თუ დაიფიცებენ ჩემი სახელით - ცოცხალია უფალი! - როგორც თვითონ ასწავლეს ჩემს ხალხს ბაყალის დაფიცება, მაშინ ისინიც აშენდებიან ჩემს ხალხთან ერთად.
  16. ესაია 1:17
    სიკეთის ქმნა ისწავლეთ, სამართალი ეძიეთ; ჩაგრულს დაეხმარეთ, ობოლი განიკითხეთ, ქვრივს გამოესარჩლეთ.

← ყველა თემა „ს“-ზე