ბიბლიის მუხლები თემაზე
სულმოკლეობა
10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- 2 კორინთელთა 4:16
ამიტომ არ ვცხრებით, თუმცა კი იხრწნება ჩვენი გარეგანი კაცი, ჩვენი შინაგანი მაინც ახლდება დღითი დღე.
- 1 თესალონიკელთა 5:14
და, აჰა, შეგაგონებთ თქვენ, ძმებო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარი დაუჭირეთ უძლურებს და სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ.
- ფსალმუნები 72:26
ქანცგამოლეულია ჩემი სხეული და გული, მაგრამ ღმერთია სიმაგრე ჩემი გულისა და ჩემი წილხვედრი უკუნისამდე.
- გალატელთა 6:8-9
ვინც თავის ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის მარადიულ სიცოცხლეს. სიკეთის კეთება ნუ მოგწყინდებათ, რადგან თავის დროზე მოვიმკით თუ არ მოვიქანცებით!
- ლევიანნი 26:36
თქვენგან ცოცხლად გადარჩენილებს, სილაჩრეს ჩავუდებ გულში მათი მტრების ქვეყანაში; დაფრთხებიან შერხეული ფოთლის შრიალზე, გაიქცევიან, თითქოს მახვილს გაურბოდნენ და დაეცემიან, თუმცა არ ეყოლებათ მდევარი.
- რიცხვნი 14:2-3
წუწუნებდნენ ისრაელიანები მოსეზე და აჰარონზე და უთხრა მათ მთელმა თემმა: „ნეტავ ეგვიპტეში მოვმკვდარიყავით ან ამ უდაბნოში დავხოცილიყავით! რისთვის მივყავართ უფალს ამ ქვეყანაში, რათა მახვილით დავეცეთ? ნადავლად იქცევიან ჩვენი ცოლები და ჩვენი ბავშვები. განა უმჯობესი არ იქნება ჩვენთვის ეგვიპტეში დაბრუნება!
- მეორე რჯული 1:26-28
თქვენ კი არ ინებეთ წასვლა და წინ აღუდექით უფლის, თქვენი ღმერთის ბრძანებას. დრტვინავდით თქვენს კარვებში და ამბობდით: „ვძულვართ უფალს და ამიტომ გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ამორელთა ხელში ჩავეგდეთ გასანადგურებლად. სად წავიდეთ? გულები შეგვიშინეს ჩვენმა ძმებმა, ამბობდნენ – იქაური ხალხი ჩვენზე დიდი და მაღალია, დიდი ქალაქები და ცამდე აზიდული სიმაგრეები აქვთ და ბუმბერაზთა ძენიც ვიხილეთო იქ”.
- მეორე რჯული 20:8
ელაპარაკონ ზემდეგნი ხალხს და ესეც უთხრან: თუ ვინმე მშიშარაა და გულით მხდალი, დაუბრუნდეს სახლს, რათა თავის მოძმეთაც არ დაუდნოს გული.
- ესაია 7:4
უთხარი: შეინარჩუნე სიმშვიდე, ნუ დაფრთხება შენი გული ამ აბოლებული მუგუზლების ორი კუდის – რეცინისა და რემალიაჰუს ძის რისხვის გამო,
- ესაია 30:17
ერთის მუქარა ათასს გააქცევს, ხუთის მუქარაზე კი ყველანი გაიქცევით, ვიდრე ალამივით არ შერჩებით მთის თხემზე და ნიშანივით - მაღლობზე”.