მთავარითემები „ს“სულიწმინდის წინააღმდეგ

სულიწმინდის წინააღმდეგ

14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ესაია 63:10
    მაგრამ აუჯანყდნენ და დაამწუხრეს მისი წმიდა სული; ამიტომ მტრად მოეკიდა მათ და ებრძოდა.
  2. ეფესელთა 4:30
    ნუ დაანაღვლიანებთ ღვთის წმიდა სულს, რომლითაც დაიბეჭდეთ თქვენი გამოსყიდვის დღისთვის.
  3. საქმეები 7:51
    ქედმაგარნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, ყოველთვის რომ ეწინააღმდეგებით სულიწმიდას, როგორც თქვენი მამები, ისე თქვენც!
  4. დაბადება 6:3
    და თქვა უფალმა: „არ იქნება ჩემი სული ადამიანთან ჭიდილში სამუდამოდ, რადგან ხორციელია იგი. იყოს მისი ხანი ას ოცი წელი”.
  5. მარკოზის 3:29
    მაგრამ, ვინც სულიწმიდას დაგმობს, მას არასოდეს მიეტევება, არამედ მარადიული მსჯავრის თანამდებია”.
  6. მათეს 12:31
    ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ.
  7. ლუკას 12:10
    და ყველას, ვინც ძე კაცისას წინააღმდეგ იტყვის სიტყვას, მიეტევება, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევება.
  8. ებრაელთა 10:29
    როგორ ფიქრობთ, რაოდენ უფრო მძიმე სასჯელს დაიმსახურებს ის, ვინც გათელა ძე ღვთისა, წმიდად არ მიიჩნია აღთქმის სისხლი, რომლითაც განიწმიდა, და შეურაცხყოფს მადლის სულს?
  9. 1 თესალონიკელთა 5:19
    სულს ნუ ჩააქრობთ.
  10. საქმეები 5:9
    პეტრემ უთხრა: „რატომ შეითქვით, რომ გამოგეცადათ უფლის სული? აჰა, კარში დგანან შენი ქმრის დამმარხავთა ფეხნი, და შენც გაგიტანენ”.
  11. გალატელთა 5:17
    ვინაიდან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი - ხორცის საწინააღმდეგო; ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა აკეთოთ არა ის, რაც გსურთ.
  12. ფსალმუნები 105:33
    რადგან სული გაუმწარეს და ნაჩქარევად ილაპარაკა თავისი ბაგეებით.
  13. ზაქარია 7:12
    გულები გაიქვავეს, რომ არ ესმინათ რჯული და სიტყვები, ცაბაოთ უფალმა რომ მოავლინა თავისი სულით წინანდელ წინასწარმეტყველთა მეშვეობით; ამიტომ იყო მათზე დიდი რისხვა ცაბაოთ უფლისგან.
  14. 1 კორინთელთა 2:14
    მშვინვიერი ადამიანი კი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისგანაა, ვინაიდან სისულელედ მიაჩნია და არ ძალუძს გაგება, რადგან სულიერად განისჯება.

← ყველა თემა „ს“-ზე