მთავარითემები „ს“სულიწმინდის შთაგონება

სულიწმინდის შთაგონება

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ებრაელთა 1:1
    გამოცხადება იესო ქრისტესი, ღმერთმა რომ მისცა მას, რათა ეჩვენებინა თავის მსახურთათვის, რა უნდა მოხდეს მალე, და აუწყა თავის მსახურ იოანეს წარმოგზავნილი ანგელოზის მეშვეობით.
  2. მსაჯული 13:25
    და იწყო უფლის სულმა მისი აღძვრა დანის ბანაკში, ცორყასა და ეშთაოლს შორის.
  3. 2 პეტრეს 1:21
    ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღმერთისაგან წარმოთქვამდნენ მას.
  4. ესაია 6:8
    და მოვისმინე უფლის ხმა, რომელიც ამბობდა: „ვინ წარვგზავნო და ვინ გაგვეგზავნება?” ვთქვი: „აქ ვარ, მე წარმგზავნე!
  5. საქმეები 2:16-18
    არამედ, ეს ითქვა წინასწარმეტყველ იოელის მეშვეობით: იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, რომ ჩემი სულისგან გადმოვღვრი ყველა ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და ასულნი; თქვენი ჭაბუკნი ჩვენებებს იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ. ჩემს მონებსა და მხევლებზეც გადმოვღვრი იმ დღეებში ჩემი სულისგან და იწინასწარმეტყველებენ.
  6. საქმეები 8:29
    მაშინ უთხრა სულმა ფილიპეს: „მიდი, ახლოს დაუდექი მაგ ეტლს”.
  7. გამოცხადება 1:10
    სულში ვიყავი უფლის დღეს და უკნიდან შემომესმა დიდი ხმა, მსგავსი საყვირის ხმისა.
  8. რიცხვნი 12:6
    უთხრა: „ისმინეთ ჩემი სიტყვები: თუ არის ვინმე წინასწარმეტყველი თქვენ შორის, მე, უფალი, ჩვენებაში რომ ვეცხადები და სიზმარში ვლაპარაკობ მასთან;
  9. 2 ტიმოთეს 3:16-17
    მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში. რათა მზად იყოს ღვთის კაცი და აღჭურვილი ყოველი კეთილი საქმისთვის.
  10. ეზრა 11:24
    და სულმა ამიტაცა და მიმიყვანა ქალდეველთა ქვეყანაში გადასახლებულებთან ხილვაში ღმერთის სულით. და გამშორდა ხილვა, რომელიც ვიხილე.
  11. დანიელი 7:1
    ბელშაცარის, ბაბილონის მეფის მეფობის პირველ წელს, იხილა დანიელმა სიზმარი და ხილვანი, როცა თავის სარეცელზე იწვა. მაშინ ჩაიწერა მან ეს სიზმარი და მთავარი აზრი გადმოსცა.
  12. იოველი 2:28
    ამის შემდეგ გადმოვღვრი ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და ასულნი, თქვენს მოხუცებს სიზმრები დაესიზმრებათ და თქვენი ჭაბუკნი ხილვებს იხილავენ.

← ყველა თემა „ს“-ზე