მთავარითემები „ს“სულის გარეშე

სულის გარეშე

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იერემია 10:14
    უვიცობისგან გაბრიყვდა ადამიანი, შერცხვენილია ოქრომჭედელი თავისი კერპით, რადგან ფუჭია მისი ქანდაკი, სული არ უდგას.
  2. იერემია 51:17
    უვიცობისგან გაბრიყვდა ადამიანი, შერცხვენილია ოქრომჭედელი თავისი კერპით, რადგან ფუჭია მისი ქანდაკი, სული არ უდგას.
  3. აბაკუმი 2:19
    ვაი მას, ვინც ხეს ეუბნება: გაიღვიძეო, და მდუმარე ქვას: გამოფხიზლდიო. ეს არის მოძღვარი? აჰა, ოქრო-ვერცხლშია ჩასმული, სული კი არ უდგას.
  4. ეზეკიელი 37:8
    და დავინახე: აჰა, ძარღვებით შეივსო და ხორცი და ტყავი გადაეკრა ზედ, სული კი არ იყო მათში.
  5. ფსალმუნები 134:17
    ყურები აქვთ და ვერ ისმენენ, არც სუნთქვა გააჩნია მათ პირებს.
  6. 3 მეფეთა 17:17
    ამ ამბების შემდეგ დასნეულდა იმ ქალის, სახლის პატრონის ვაჟი; იმდენად მძიმე იყო მისი სენი, რომ სიცოცხლის სუნთქვა აღარ იყო მასში.
  7. დანიელი 10:17
    როგორ შეუძლია ჩემი ბატონის მსახურს ილაპარაკოს ჩემს ბატონთან, როცა აღარც ძალა მაქვს და აღარც სუნთქვა დარჩა ჩემში?
  8. იობი 9:18
    სულს არ მათქმევინებს და სიმწრით მანაყრებს.
  9. იერემია 4:31
    თითქოს მშობიარე ქალის ხმა მესმა, კივილი პირველად მშობიარისა, ხმა სიონის ასულისა; სული ეხუთება, ხელებს იწვდის და ამბობს: ვაიმე, რადგან ჩემს მოსაკლავად მოდიან!
  10. იერემია 14:6
    კანჯრები დამდგარან ხრიოკ სიმაღლეებზე და ტურებივით ჰაერს ყლაპავენ; თვალები ებინდებათ, რადგან აღარ არის ბალახი.
  11. ლუკას 23:46
    დიდი ხმით შესძახა იესომ და თქვა: "მამაო, შენს ხელთ ჩამიბარებია ჩემი სული”. ეს თქვა და სული განუტევა.
  12. საქმეები 5:5
    ამ სიტყვების გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა. ყოველი, ვისაც ეს ესმა, დიდმა შიშმა მოიცვა.
  13. საქმეები 5:10
    მაშინვე დაეცა იგი მის ფეხებთან და სული განუტევა. შემოსულმა ჭაბუკებმა მკვდარი იპოვეს იგი, გაიტანეს და ქმრის გვერდით დამარხეს.

← ყველა თემა „ს“-ზე