მთავარითემები „ს“სულიერი სიღმეები

სულიერი სიღმეები

8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 კორინთელთა 2:10
    ჩვენ კი თავისი სულით გაგვიმხილა ღმერთმა; ვინაიდან სული ყოველივეს იკვლევს, ღვთის სიღრმეებსაც.
  2. ფსალმუნები 41:7
    უფსკრული უფსკრულს გასძახის შენი ჩანჩქერების ხმით; ყველა ტალღამ და ზვირთმა შენმა ჩემზე გადაიარა.
  3. იობი 11:7-8
    ნუთუ გამოიკვლევ ღვთის სიღრმეებს და მიაღწევ ყოვლადძლიერის საზღვრებს? მაღალია ვითარცა ცანი და ღრმაა ვითარცა ქვესკნელი! როგორ შეიცნობ?
  4. რომაელთა 8:39
    ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.
  5. რომაელთა 11:33
    ო! ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები!
  6. ეფესელთა 3:18-19
    რათა შეძლოთ ყველა წმიდასთან ერთად ჩასწვდეთ, რა არის სიგანე, სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე,  და შეიცნოთ ქრისტეს სიყვარული, ცოდნას რომ აღემატება, რათა აღივსოთ სრული ღვთიური სისავსით.
  7. ოსია 9:9
    ღრმად გაირყვნენ, როგორც გიბყას დღეებში, მაგრამ ის გაიხსენებს მათ ურჯულოებას და მოჰკითხავს ცოდვებს.
  8. გამოცხადება 2:24
    ხოლო დანარჩენებს, თიატირაში რომ იმყოფებით, გეუბნებით: ყველას, ვისაც არა აქვს ეს მოძღვრება და არ იციან სატანის სიღრმეები - როგორც ისინი ამბობენ - სხვა ტვირთს აღარ გაკისრებთ.

← ყველა თემა „ს“-ზე