მთავარითემები „ს“სულიერი სიღარიბე

სულიერი სიღარიბე

18 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 13:58
    არ მოუხდენია იქ ბევრი ძალთაქმედებანი მათი ურწმუნოების გამო.
  2. მარკოზის 6:6
    უკვირდა მათი ურწმუნოება და მიმოდიოდა გარშემო სოფლებში და ასწავლიდა.
  3. იგავები 10:21
    მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ, სულელნი კი თავის უგუნურებაში იხოცებიან.
  4. იერემია 5:4
    ვთქვი ჩემთვის: საცოდავები არიან, გამოსულელდნენ, რადგან არ უწყიან უფლის გზა, თავიანთი ღმერთის განკითხვანი.
  5. ოსია 4:6
    ცოდნის უქონლობის გამო იღუპება ჩემი ხალხი, რაკი უკუაგდე ცოდნა, მეც უკუგაგდებ ჩემი მღვდლობიდან; ვინაიდან დაივიწყე შენი ღმერთის რჯული, მეც დავივიწყებ შენს ძეებს.
  6. 1 ტიმოთეს 6:5
    ფუჭი კამათი გარყვნილი გონების მქონე და ჭეშმარიტებას მოკლებულ კაცთა შორის, რომელთაც ღვთისმოსაობა მოსახვეჭი რამ ჰგონიათ. ერიდე ასეთ ადამიანებს.
  7. ეფესელთა 2:12
    იმ დროს ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის კრებულისგან გაუცხოებულნი, აღთქმის მცნებათათვის უცხონი, იმედი არ გაგაჩნდათ და უღმერთონი იყავით წუთისოფელში.
  8. გამოცხადება 3:17
    რადგან ამბობ: მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მაკლიაო. ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი.
  9. ამოსი 8:11
    მოგშორდებიან ბაყაყები შენ და შენს სახლებს, შენს მსახურთ და შენს ხალხს; მხოლოდ მდინარეში დარჩებიან.
  10. ფსალმუნები 50:11
    ნუ უკუმაგდებ შენგან და შენს წმიდა სულს ნუ წამართმევ.
  11. გოდება იერემიასი 2:9
    მიწაში ჩაეფლო მისი კარიბჭე, აოხრდა და დაიმსხვრა მისი ურდულები; გაიფანტნენ მეფე და მთავარნი უცხო ხალხებში; აღარც რჯულია და ვეღარც მისი წინასწარმეტყველნი ღებულობენ ხილვებს უფლისგან.
  12. ეზეკიელი 7:26
    უბედურებას უბედურება მოჰყვება, ამბავს ამბავი დაემატება, წინასწარმეტყველისგან ხილვას მოითხოვენ, მაგრამ რჯული დაეკარგება მღვდელს და რჩევა უხუცესებს.
  13. იობი 42:6
    ამიტომ უკან ვიხევ და ვინანიებ მტვერსა და ნაცარში.
  14. რომაელთა 7:24
    უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან?
  15. ესაია 66:2
    ჩემმა ხელმა შექმნა ეს ყოველივე და ასე გაჩნდა ეს ყველაფერი! - ამბობს უფალი. აი, ვის მივაპყრობ მზერას: თავმდაბალს და სულით მოდრეკილს, ჩემს სიტყვაზე რომ თრთის.
  16. იაკობი 1:9
    თავმდაბალი ძმა კი იქოს თავისი სიმაღლით,
  17. ებრაელთა 10:34
    ვინაიდან ჩემს ბორკილებსაც თანაუგრძნობდით და თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით იტანდით, რაკი იცოდით, რომ უკეთესი და წარუვალი საუნჯე გაქვთ ზეცაში.
  18. გამოცხადება 2:9
    ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე, თუმცა მდიდარი ხარ, და გმობა მათგან, რომლებიც თავის თავზე ამბობენ, იუდეველები ვართო, და არ არიან, არამედ სატანის საკრებულო არიან.

← ყველა თემა „ს“-ზე