მთავარითემები „ს“სულგრძელობა ქრისტიანის ცხოვრებაში

სულგრძელობა ქრისტიანის ცხოვრებაში

20 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. რომაელთა 5:4
    მოთმინება - გამოცდილებას, გამოცდილება კი იმედს,
  2. იაკობის 1:3
    რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას ქმნის;
  3. ფსალმუნები 36:6
    ნათელივით გამოიტანს სიმართლეს შენსას და შენს სამართალს - შუადღესავით.
  4. იაკობის 5:7-8
    ამიტომ, ძმებო, სულგრძელნი იყავით უფლის მოსვლამდე. აჰა, მიწის მუშაკი ელოდება მიწის ძვირფას ნაყოფს, მოთმინებით ელის საადრეო და საგვიანო წვიმის მოსვლას. თქვენც სულგრძელობა გამოიჩინეთ და გულები გაიმაგრეთ, რადგან მოახლოებულია უფლის მოსვლა.
  5. რიცხვნი 14:18
    სულგრძელია უფალი და მრავალმოწყალე, ბრალისა და დანაშაულის მიმტევებელი, არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება დანაშაულს; მამათა ცოდვების მომკითხავი შვილებისგან, მესამე და მეოთხე თაობაში.
  6. ებრაელთა 12:1
    ამიტომ ჩვენც, გვაკრავს რა მოწმეთა ღრუბელი ირგვლივ, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი,
  7. 2 პეტრეს 1:6
    შემეცნებას - თავშეკავება, თავშეკავებას - მოთმინება, მოთმინებას - ღვთისმოსაობა,
  8. იაკობის 1:4
    მოთმინებას კი ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება, რათა იყოთ ზრდასრულნი, სრულქმნილნი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე.
  9. რომაელთა 15:5
    მოთმინებისა და ნუგეშის ღმერთმა კი მოგცეთ თქვენ ერთსულოვნება ერთმანეთში ქრისტე იესოს მიერ,
  10. იგავნი 25:15
    დიდი მოთმინებით მთავარს დაიყოლიებ; რბილი ენა ძვალს გადატეხავს.
  11. რომაელთა 12:12
    იმედით იხარეთ, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში - მდგრადნი.
  12. რომაელთა 8:25
    ხოლო თუ იმის იმედი გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას.
  13. გალატელთა 6:9
    სიკეთის კეთება ნუ მოგწყინდებათ, რადგან თავის დროზე მოვიმკით თუ არ მოვიქანცებით!
  14. კოლასელთა 3:12
    ამიტომ როგორც ღვთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა.
  15. ლუკას 8:15
    კარგ ნიადაგზე დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც წრფელი და კეთილი გულით ისმენენ სიტყვას, იცავენ და მოთმინებით იძლევიან ნაყოფს.
  16. ებრაელთა 6:12
    რათა არ გაზარმაცდეთ, არამედ მიბაძოთ მათ, ვინც რწმენითა და სულგრძელობით იმკვიდრებს აღთქმებს.
  17. ებრაელთა 6:15
    და ასე სულგრძელობით დაიმკვიდრა აღთქმა.
  18. გალატელთა 5:22
    ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება,
  19. 1 თესალონიკელთა 5:14
    და, აჰა, შეგაგონებთ თქვენ, ძმებო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარი დაუჭირეთ უძლურებს და სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ.
  20. ესაია 53:7
    შევიწროებული და დამცირებული იყო, მაგრამ არ გაუხსნია ბაგე; ისე წაიყვანეს, როგორც კრავი მიჰყავთ დასაკლავად და როგორც კრავი დუმს მპარსველთა წინაშე, ისე არ გაუხსნია მას ბაგე.

← ყველა თემა „ს“-ზე