მთავარითემები „ს“სინათლე და სიბნელე

სინათლე და სიბნელე

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ესაია 45:7
    მე ვსახავ სინათლეს და ვქმნი ბნელს, ვიქმ მშვიდობას და ვქმნი უბედურებას, მე ვარ უფალი, რომელიც იქმს ყოველივე ამას.
  2. ფსალმუნები 138:12
    წყვდიადიც კი არ იქნებოდა შენთვის ბნელი; ღამე დღესავით გაანათებდა, რადგან სიბნელეც სინათლეა შენთვის!
  3. დაბადება 1:4
    იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო ნათელი და გაყო ღმერთმა ნათელი ბნელისგან.
  4. დაბადება 1:18
    რათა განეგოთ დღე და ღამე და ერთმანეთისგან გაეყოთ ნათელი და ბნელი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
  5. იობი 26:10
    წრე შემოავლო წყალთა ზედაპირს ისევე, როგორც საზღვარი ნათელს ბნელთან ერთად;
  6. ეკლესიასტე 2:13
    და ვნახე, რომ სიბრძნე აღემატება სიბრიყვეს, ისევე, როგორც სინათლე - სიბნელეს,
  7. ესაია 5:20
    ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს უწოდებს და სიკეთეს - ბოროტებას, ბნელს სინათლედ რაცხავს და სინათლეს - სიბნელედ, მწარეს ტკბილად თვლის და ტკბილს - მწარედ.
  8. ამოსი 5:8
    მან შექმნა თანავარსკვლავედი და ორიონი, წყვდიადს დილად აქცევს და დღეს ღამესავით აბნელებს; ზღვის წყალს უხმობს და მიწის ზედაპირზე მოაქცევს, უფალია მისი სახელი.
  9. 2 კორინთელთა 6:14
    ნუ შეებმებით ურწმუნოებთან უცხო უღელში. რადგან რა აქვს საერთო სიმართლეს ურჯულოებასთან? რა აქვს საერთო ნათელს წყვდიადთან?
  10. 2 პეტრეს 1:19
    ახლა ჩვენ გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა და კარგად მოიქცევით, თუ მიმართავთ მას, როგორც ლამპარს, რომელიც ბნელში ანათებს, ვიდრე გათენდებოდეს და ცისკრის ვარსკვლავი ამოვიდოდეს თქვენს გულებში.
  11. 1 იოანეს 2:9
    ვინც ამბობს, რომ სინათლეშია, თავისი ძმა კი სძულს, ის ჯერ კიდევ სიბნელეშია.

← ყველა თემა „ს“-ზე