ბიბლიის მუხლები თემაზე
სიკეთის მოძულება
12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- მიქა 3:2
სიკეთის მოძულენი და ბოროტების მოყვარულნი ხართ; ჩემს ხალხს ტყავს აძრობთ და ძვლებიდან ხორცს აგლეჯთ.
- 2 ტიმოთეს 3:3
ერთმანეთის მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, გასასტიკებულნი, კეთილის მოძულენი,
- ფსალმუნები 119:6
დიდხანს ვცხოვრობდი მშვიდობის მოძულეებთან ერთად.
- იგავები 1:22
როდემდის უნდა უყვარდეთ უგუნურებს სიბრიყვე? როდემდის უნდა ტკბებოდნენ თავქარიანები თავქარიანობით? და როდემდის უნდა სძულდეთ სულელებს ცოდნა?
- იგავები 1:29
რაკი მოიძულეს ცოდნა და უფლის შიში არ ირჩიეს,
- იგავები 5:12
და იტყვი: „რად მოვიძულე დარიგება და შეგონება რად შეიძაგა ჩემმა გულმა?
- იგავები 12:1
ვისაც წვრთნა უყვარს, ცოდნაც უყვარს, უგუნურს კი სძულს მხილება.
- იგავები 13:19
აღსრულებული სურვილი სულს ეამება, რეგვენს კი სძაგს ბოროტებისაგან განდგომა.
- მიქა 3:9
ისმინეთ ეს, იაკობის სახლის მთავარნო და ისრაელის სახლის განმგებელნო, რომელთაც შეგიძულებიათ სამართალი და ყოველივე წრფელი გაგიმრუდებიათ.
- გალატელთა 6:9
სიკეთის კეთება ნუ მოგვეწყინება, რადგან თავის ჟამს მოვიმკით, თუ არ მოვდუნდებით.
- იაკობის 4:17
ამიტომ, ვინც სიკეთის კეთება იცის და არ აკეთებს, ეს ცოდვად ეთვლება მას.
- იერემია 4:22
რეგვენია ჩემი ხალხი, მე არა მცნობს! ბრიყვი ბავშვები არიან ისინი. უგნურნი არიან ისინი, ჭკუა მხოლოდ ბოროტებისთვის ჰყოფნით, სიკეთის გაკეთება კი არ იციან.