მთავარითემები „ს“სიღრმეები

სიღრმეები

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იობი 38:16-20
    თუ ჩაგიღწევია ზღვის წყაროებამდე, და თუ გივლია უფსკრულის ფსკერზე?თუ გახსნილან შენს წინაშე სიკვდილის ბჭენი, და ბნელეთის ბჭენი თუ გინახავს? თუ გამოგიკვლევია დედამიწის სიგრძე-სიგანე? მითხარი, თუ იცი ეს ყველაფერი? სად არის გზა ნათლის სავანისა? და სად არის წყვდიადის ადგილი? რომ მიაღწიო მის საზღვარს და მიაგნო მისი სახლის ბილიკებს.
  2. ფსალმუნები 63:6
    სიმრუდეს ფიქრობენ: ჩვენ მზადა ვართ, საიდუმლოდ აღვასრულებთ ჩვენს გეგმას. – რადგან შიგანი კაცისა და გული ღრმაა!
  3. ეზეკიელი 23:32
    ასე ამბობს უფალი ღმერთი: შენი დის სასმისს შესვამ, ღრმასა და ფართოს და იქნები დასაცინი და მასხარად აგდებული; ბევრს იტევს იგი.
  4. დანიელი 2:21-22
    იგი ცვლის დრო-ჟამს, იგი ამხობს მეფეებს და იგივე აღაზევებს მათ; ბრძენთ სიბრძნეს აძლევს და გონიერთ – ცოდნას; ააშკარავებს ღრმასა და დაფარულს, იცის, რა იმალება წყვდიადში, და ნათელი მასთანაა დავანებული.
  5. იოანეს 4:11
    ეუბნება მას ქალი: „უფალო, არც ჯამი გაქვს და ეს ჭაც ღრმაა. საიდანა გაქვს ცოცხალი წყალი?
  6. 1 კორინთელთა 2:9-10
    მაგრამ, როგორც წერია: „რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია, კაცს გულში არ გაუვლია, ის მოუმზადა ღმერთმა თავის მოყვარულთ.“ ჩვენ კი გაგვიცხადა ეს ღმერთმა თავისი სულით. რადგან სული ჭვრეტს ყოველივეს, ღმერთის სიღრმეებსაც.
  7. ეფესელთა 4:9
    ხოლო „ავიდა“ განა არ ნიშნავს იმას, რომ იგი პირველად მიწის ქვესკნელში ჩავიდა?

← ყველა თემა „ს“-ზე